დევი ვეფხვაძე და ნინო ლომჯარია ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ისინი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაციით, გენერალური აუდიტორის მოადგილის პოსტს ინარჩუნებს ნოდარ ჯავახიშვილი.
„მქონდა გენერალურ აუდიტორთან შეხვედრა, მადლობა გადამიხადა და დავემშვიდობეთ. მე კანონმა გამათავისუფლა, გენერალურ აუდიტორს არ გავუთავისუფლებივარ. გენერალური აუდიტორს კომპეტენციაა, ვის დანიშნავს და ახალი გენერლური აუდიტორი მოვიდა და სრული უფლებამოსილება აქვს, რომ ახალი გუნდი დააკომპლექტოს“,-განაცხადა დევი ვეფხვაძემ.
პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა 20 სექტემბერს დაამტკიცა.
კომენტარები