კრასნოიარსკის “ენისეი”, ესპანურ “ბარსელონას”, რუსეთის პირველ დივიზიონში (ФНЛ) იწვევს. “გავიგეთ, რომ “ბარსელონამ” შესაძლოა ჩემპიონატი შეცვალოს, ამიტომ ვეპატიჟებით მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო ლიგა – ФНЛ-ში”, – დაწერეს “ენისეის” Twitter-ზე.
Узнали, что "Барселона" может сменить чемпионат, поэтому приглашаем её для участия в лучшей футбольной лиге мира — ФНЛ!#вФНЛништяк pic.twitter.com/daWClimswb
— ФК «Енисей» (@FCEnisey) October 2, 2017
1 ოქტომბერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანეთის ნაკრები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ შეიძლება მოხსნას. ესპანეთის უმაღლესი ლიგის ხელმძღვანელობა კატალონიურ „ბარსელონას“ ავტონომიური ოლქის ესპანეთიდან გამოყოფის შემთხვევაში, ესპანეთის ეროვნული ჩემპიონატიდან გარიცხვით დაემუქრა. FIFA-ს აზრით, ეს სპორტში პოლიტიკური ძალების უკანონო ჩარევაა, რაც ორგანიზაციის წესებს არღვევს.
კომენტარები