NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»ადგილი სადაც ჩვენი გალაქტიკის ახალი ვარსკვლავები იბადებიან

ადგილი სადაც ჩვენი გალაქტიკის ახალი ვარსკვლავები იბადებიან

02 ოქტ 2017 საინტერესო 1006 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თქვენ წინაშეა პანორამული ხედი, რომელიც ასახავს ვარსკვლავთა მტვრითა და აწეწილ-დაწეწილი მატერიით სავსე მოლეკულური ღრუბლის კომპლექსს .ჩვენი გალაქტიკის იმ რეგიონს, სადაც ახალი ვარკვლავები იბადებიან. ეს ყველაფერი ზედმეტად მაგიურია.

„ამ კომპლექსში, განსაკუთრებით W3-სა და W5-ში, სვეტების, კიდეებისა და სხვა მახასიათებელთა გასწვრივ შეიმჩნევა ახალ ვარსკვლავთა მრავალი ჩანასახი, რომლებიც წარმოქმნილია ახლომდებარე მასიურ ვარსკვლავთა აფეთქებების უძლიერესი ეფექტებით“, — განმარტავს ESA. და ბოლოს, თქვენ წინაშეა მთლიანი კომპლექსის პანორამული ხედი.

ევროპის კოსმოსური სააგენტო  თავისი გასაოცარი ქმნილების ჰერშელის კოსმოსური ტელესკოპის მემკვიდრეობას ზეიმობს და მის მიერ გადაღებულ მრავალ თვალწარმტაც ფოტოს აქვეყნებს.

ღრუბლის კომპლექსი სამი რეგიონისგან შედგება, რომლწებსაც W3-ს, W4-სა და W5-ს უწოდებენ. ინიციალი W ეწოდა ჰოლანდიელი ასტრონომის, გარტ ვესტერჰუტის პატივსაცემად, რომელმაც ეს ღრუბლები 1950-იან წლებში პირველმა შენიშნა, როდესაც ირმის ნახტომს რადიოტალღებით იკვლევდა.

ათეულობით წლის შემდეგ, ESA-მ მსოფლიოში უდიდესი ინფრაწითელი ტელესკოპი ააშენა, რომელსაც ასტრონომების კაროლინ და უილიამ ჰერშელების სახელი უწოდა. ტელესკოპი კოსმოსში 2009 წელს გაუშვეს, რასაც შედეგად მოჰყვა ახალი ფოტოებისა და აღმოჩენების მთელი ნაკადი.

2010 წელს, ჟურნალმა Astronomy & Astrophysics-მა გამოაქვეყნა სპეციალური მასალა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ჰერშელის ტელესკოპს უკვე ჩატარებული ჰქონდა 152 პირველადი კვლევა. ყველაფერი კი ჯერ ისევ წინ იყო. მათ შორის იყო ვარსკვლავური აფეთქებებით ცნობილი გასაოცარი გალაქტიკა HFLS3, რომელიც წელიწადში 3000 მზის მასის ვარსკვლავებს გამოაფრქვევს. მაგრამ დავუბრუნდეთ მაგიური მოლეკულური ღრუბლების ფოტოებს.

ეს ყველაფერი კი იმის წყალობით, რომ ჰერშელის ობსერვატორიის მიერ გამოყენებულ შორ-ინფრაწითელ, მაღალი გარჩევადობის ტალღის სიგრძეებს შეუძლია ღრუბლებში მიმოფანტული ვარსკვლავური მტვრის ვარვარების დაჭერა; შედეგად, ასტრონომებს შეუძლიათ დაადგინონ თუ როგორ მიედინება ვარსკვლავური გაზები ახლად დაბადებულ ვარსკვლავთა ირგვლივ.

ქვემოთ მოცემულია W3, რომელიც მიჩნეულია მასიური ვარსკვლავების ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ფაბრიკად მთელ ჩვენს გალაქტიკაში; ამ ღრუბელში თავმოყრილია ჩვენს მზეზე ასობით ათასჯერ მეტი მასა.

W3, რომელიც მიჩნეულია მასიური ვარსკვლავების ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ფაბრიკად მთელ ჩვენს გალაქტიკაში; ამ ღრუბელში თავმოყრილია ჩვენს მზეზე ასობით ათასჯერ მეტი მასა.

 

 

ამ ფოტოზე კი თქვენ ხედავთ W4-ს, ვარსკვკლავთწარმომქმნელი რეგიონით გარშემორტყმულ ბუშტს; ეს არეალი გადაჭედილია სუპერნოვათა აფეთქების შედეგად გამოტყორცნილი მატერიით.

თქვენ წინაშეა W5, რომელიც შეიცავს არა ერთ, არამედ ორ ასეთ ბუშტს რომლებშიც ადღვებილია უფრო მასიურ ვარსკვლავთა აფეთქებების შედეგად გამოტყორცნილი მატერია.

 

წყარო: esa.int

კომენტარები

გალაქტიკა ვარსკვლავები მსოფლიო 2017-10-02
Tags გალაქტიკა ვარსკვლავები მსოფლიო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“ერთი დღე მანქანების გარეშე” – პარიზი

შემდეგი სტატია

ნინო ბაციაშვილი მამაკაცთა შორის დიდოსტატი გახდა

მსგავსი სტატიები

Writing A Post – The Quick Guide

ნაგულისხმევად საიტისათვის 09 აპრ 2021

Research Paper For Sale – Tips for Writing a Good Research Paper For Sale

ნაგულისხმევად საიტისათვის 15 დეკ 2020

Tips on how to Cook a great Asian Female – Tips For Finding an Asian Bride

ნაგულისხმევად საიტისათვის 22 მარ 2021

უახლესი ამბები

  • ეკატერინე ქარდავა: მხარს ვუჭერ მთავარ არხს, არა იმიტომ რომ მომწონს ან არ მომწონს, არამედ იმიტომ რომ …

    ეკატერინე ქარდავა: მხარს ვუჭერ მთავარ არხს, არა იმიტომ რომ მომწონს ან არ მომწონს, არამედ იმიტომ რომ …

  • მედია: თურქეთში უკრაინელმა მამამ დანით დაჭრა ორი შვილი, შემდეგ კი ცოლის მოკვლა სცადა

    მედია: თურქეთში უკრაინელმა მამამ დანით დაჭრა ორი შვილი, შემდეგ კი ცოლის მოკვლა სცადა

  • “Stinger-მა მშვენივრად იმუშავა!”

    “Stinger-მა მშვენივრად იმუშავა!”

  • ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ეროვნული, პრაგმატული პოლიტიკით უნდა შევძლოთ, მშვიდობიანი პოლიტიკით ჩვენი ძმების, ჩვენი ოსების, ჩვენი აფხაზების დაბრუნება

    ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ეროვნული, პრაგმატული პოლიტიკით უნდა შევძლოთ, მშვიდობიანი პოლიტიკით ჩვენი ძმების, ჩვენი ოსების, ჩვენი აფხაზების დაბრუნება

  • პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა უკრაინაში ჩავიდა და რადას სიტყვით მიმართავს

    პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა უკრაინაში ჩავიდა და რადას სიტყვით მიმართავს

  • ვადიმ ბოიჩენკო:  მარიუპოლი ჯანდაცვისა და სანიტარიული კატასტროფისკენ მიექანება

    ვადიმ ბოიჩენკო: მარიუპოლი ჯანდაცვისა და სანიტარიული კატასტროფისკენ მიექანება

  • ადვოკატი – საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული პირი ფაქტებს ვერ იხსენებს

    ადვოკატი – საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული პირი ფაქტებს ვერ იხსენებს

  • მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

    მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

  • მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

    მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

  • ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

    ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge