ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ “ზუგდიდის” მეკარე შოთა ბაბინაშვილი მოთელვის დროს გარდაიცვალა . მატჩის დაწყებამდე სტუმართა გუნდის მეკარე, შოთა მამინაშვილი ცუდად გახდა და გონება დაკარგა.
როგორც გუნდის დირექტორმა, რევაზ პერტაიამ პი განაცხადა , ფეხბურთელი ცუდად თამაშის დაწყების წინ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
„შოთა მოთელვაზე კარგად იყო, მაგრამ მოედანზე მოთელვაზე გასვლამდე მოულოდნელად ცუდად გახდა და უცებ წაიქცა. მცხეთის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადავიყვანეთ, მაგრამ ვეღარ ვუშველეთ. საშინელი ამბავია. არ ვიცი, რა ვთქვა. ძალიან კარგი სპორტსმენი და ადამიანი იყო“, – ამბობს რევაზ პერტაია.
შოთა მამინაშიშვილს კარიერის უმეტესი ნაწილი ბათუმის “დინამოში” აქვს გატარებული და “ზუგდიდს” მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა. სხვა და სხვა დროს ასევე უთამაშია “მაჭახელასა” და ქობულეთის “შუქურას” შემადგენლობაში.
კომენტარები