კატალონიის დედაქალაქ ბარსელონაში ესპანეთის პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენა. შეტაკება ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან მოხდა, სადაც კატალონიელები დამოუკიდებლობის რეფერენდუმში მონაწილოებისთვის შეიკრიბნენ.
თვითმხილველების განცხადებით, მათ დასისხლიანებული ადამიანები ნახეს.
Spain occupation police in #Catalonia uses rubber-bullets. They're FORBIDDEN in our territory #HumanRights violationpic.twitter.com/JZ5Qgw1DlD
— David d'Ent.?#JoSócCDR (@denterd) October 1, 2017
გამოცემა Pais-ის ცნობით, პოლიციასთან შეტაკების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. კატალონიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმში მონაწილეობისთვის კენჭისყრა დაიწყო. რეფერენდუმი ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათზე დასრულდება.
La poli surt disparant pic.twitter.com/4RyFWkaq3X
— Jordi Graupera (@JordiGraupera) October 1, 2017
კომენტარები