აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ესპანეთის პრემიერმინისტრის მარიანო რახოის შეხვედრისას აღნიშნა, რომ მისი საყვარელი სპორტსმენი ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალია.
„მომწონს რაფა. მას ყოველთვის მოგება უნდა. ის – გამარჯვებულია, ის მუდამ ისწრაფვის ამისკენ, ის ესპანეთის განძია”, – განაცხადა ტრამპმა. გამოცემის ცნობით, პრეზიდენტად არჩევამდე ტრამპი ხშირად ესწრებოდა აშშ-ის ღია პირველობის იმ მატჩებს, სადაც რაფაელ ნადალი მონაწილოებდა.
შეგახსენებთ ,რომ ესპანელი ჩონგბურთელი „დიდი სლემის“ ტურნირების 16-გზის ჩემპიონია. ამ სეზონში მან ორი დიდი სლემის ტურნირის მოგება შეძლო მან მეათედ მოიგო ,საფრანგეთის ღია პირველობა და აშშ-ის ღია პირველობა.
კომენტარები