ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალაბასთუმანში ყაჩაღობა მოხდა. დაუდგენელმა პირებმა ყოფილი “ტყის ძმების” მეთაურის, დათო შენგელიას კუთვნილი ქვის საამქრო დააყაჩაღეს.
ბოროტმოქმედებმა წაიღეს გარკვეული ოდენობის თანხა. ყაჩაღობის შესახებ ინფორმაციას თავად შენგელია არ ფლობს,რადგან ის საზაღვარგარეთ იმყოფება. ფაქტი შესახებ მან ჟურნალისტებისაგან შეიტყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
კომენტარები