NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»„ერთობა-ახალი საქართველო” საკრებულოებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

„ერთობა-ახალი საქართველო” საკრებულოებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

30 სექ 2017 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 566 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
“ერთობა- ახალი საქართველო” გუშინ თბილისისა და ბათუმის  საკრებულოებში განვითარებულ მოვლენებს ოფიციალური განცხადებით ეხმაურება.  პარტიის განცხადებით, ხელისუფლების ყველა ორგანო ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება.  საქართველოს სახელმწიფოებრიობას კი ივანიშვილი რუსეთთან ერთად უთხრის ძირს. საზოგადოება და პოლიტიკური  ოპოზიცია ახალი იდეებით უნდა დაუპირისპირდეს ამ მოვლენებს.
„ბოლო დღეებში პარლამენტში, თბილისისა და ბათუმის საკრებულოებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადად აჩვენეს ის კრიტიკული სიტუაცია, რომელშიც ჩვენი ქვეყანა უფრო და უფრო ეფლობა.
ხელისუფლების ყველა ორგანო: პარლამენტი და  მთავრობა, საკრებულოები და მერიები, ქცეულია ოლიგარქ ივანიშვილის ინტერესების მომსახურე ორგანოდ. ამ განუკითახოაბის ფონზე კი ივანიშვილი უტიფრად იტაცებს ყველაფერს რისი მიტაცებაც შეუძლია – ძალაუფლებიდან დაწყებული, ტერიტორიებით დამთავრებული.
საქართველოს ყავს ორი დიდი აგრესორი: რუსეთი და ივანიშვილი, ორივე ნაბიჯ-ნაბიჯ იტაცებს ქართულ მიწებს და ძირს უთხრის ქართულ სახელმწიფოებრიობას, მის ინსტიტუციებს, მის ეკონომიკას.
საზოგადოების დაქსაქსულობა და დაპირსპირება ოპოზიციაში ხელს უწყობს ივანიშვილისა და რუსეთის გეგმებს: საქართველო იყოს წარუმატებელი და სუსტი ტერიტორია, გაღარიბებული და დაბეჩავებული ადამიანებით, რათა მარტივად ჩაიგდონ ხელში და დაამყარონ ტოტალური კონტროლი.
ჩვენი ოპონენტი არაა არც  “ქართული ოცნება”, და არც კახი კალაძე, ისინი არ წარმოადგენენ პოლიტიკურ ფიგურებს, ისინი არიან ივანიშვილის უსახური მარიონეტები. ოლიგარქი მათი ხელით ანგრევს ქართულ სახელმწიფოებრიობას, იტაცებს ჩვენ მიწებსა და ქონებას და ანადგურებს ქართულ ეკონომიკას.
ჩვენ დღეს გვიპირისპირდება ერთი მხრივ ივანიშვილისა და მეორე მხრივ – რუსეთის რეგრესული ძალა.
საზოგადოებამ, მათ შორის პოლიტიკურმა ოპოზიციამ უნდა მოძებნოს კონსოლიდირების მექანიზმები, გამოვნახოთ ძალები ამ რეგრესს დავუპირსპიროთ პროგრესი, ახალი იდეები, რათა ერთად შევქმნათ წარმატების ქართული მოდელი!”- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

გიორგი ვაშაძე ერთობა-ახალი საქართველო 2017-09-30
Tags გიორგი ვაშაძე ერთობა-ახალი საქართველო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი ,,ციტრუსის ექსპორტი 2017

შემდეგი სტატია

საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპული ენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში

მსგავსი სტატიები

ცესკო: ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასთვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს

28 აპრ 2018

პარლამენტში ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლას კვლავ ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა

22 დეკ 2017
მერიის 42 ავტომობილმა ტექდათვალიერება ვერ გაიარა

მერიის 42 ავტომობილმა ტექდათვალიერება ვერ გაიარა

08 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

    საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

  • დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

    დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

  • მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

    მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

  • გიორგი გახარია: საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც …

    გიორგი გახარია: საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც …

  • თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!

    თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!

  • “ქართველი ტყვეების მიმართ არასათანადო მოპყრობა აღქმულ უნდა იქნას როგორც წამების აქტი”

    “ქართველი ტყვეების მიმართ არასათანადო მოპყრობა აღქმულ უნდა იქნას როგორც წამების აქტი”

  • ალეკო ელისაშვილი მზად არის შეხვდეს “ქართულ ოცნებას” საჯაროდ, ტელეკამერების თანდასწრებით

    ალეკო ელისაშვილი მზად არის შეხვდეს “ქართულ ოცნებას” საჯაროდ, ტელეკამერების თანდასწრებით

  • განმეორებით თუ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას საფუძველი საგამოძიებო კომისიის დასკვნამ უნდა შეუქმნას

    განმეორებით თუ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას საფუძველი საგამოძიებო კომისიის დასკვნამ უნდა შეუქმნას

  • გიგა ბოკერიას განცხადება, რომ თვითმმართველობის არჩევნებს შეიძლება ბოიკოტი გამოუცხადონ, გასაკვირი არ არის, მათი პარტიის რეიტინგი მილევად რეჟიმშია

    გიგა ბოკერიას განცხადება, რომ თვითმმართველობის არჩევნებს შეიძლება ბოიკოტი გამოუცხადონ, გასაკვირი არ არის, მათი პარტიის რეიტინგი მილევად რეჟიმშია

  • ბაიდენს რომ ვუსმენდი, მეგონა, ჩვენი პროგრამა ჰქონდა

    ბაიდენს რომ ვუსმენდი, მეგონა, ჩვენი პროგრამა ჰქონდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge