ჟურნალ Guardian-ის კინოკრიტიკოსებმა 1990-იანი წლების საუკეთესო ფილმები დაასახელეს. გამოკითხვაში 5 სპეციალისტი მონაწილეობდა. თითოეულმა მათგანმა 1 საყვარელი ფილმი დაასახელა.
პიტერ ბრედშოუმ შავი კომედია “მაკულატურა” აირჩია, რომელიც 1994 წელს ამერიკელმა კინორეჟისორმა კვენტინ ტარანტინომ გადაიღო.
ოსკარის 67-ე დაჯილდოებაზე იგი ნომინირებული იყო შვიდ ჯილდოზე, მათ შორის კატეგორიებში „საუკეთესო სურათი“. ტარანტინომ და ევერიმ მიიღეს ოსკარი საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის. ტარანტინოს აგრეთვე მიენიჭა ოქროს პალმის რტო 1994 წლის კანის კინოფესტივალის ფარგლებში. კრიტიკოსთა მიერ მოწონებულმა და კომერციულად წარმატებულმა ამ ფილმმა მისი მთავარი როლის შემსრულებლის, ჯონ ტრავოლტას კარიერა კვლავ გამოაცოცხლა. ამ უკანასკნელმა მიიღო ნომინაცია საუკეთესო მსახიობი მამაკაცის კატეგორიაში. ნომინაციები საუკეთესო მსახიობებისთვის მიიღეს სამუელ ლ. ჯექსონმა და უმა თურმანმაც.
ელენ ჯონსმა საუკეთესო ფილმის ტიტული მელოდრამა “რომეო და ჯულიეტა” მიანიჭა. 1996 წელს გადაღებულ ფილმში მთავარ როლებს ლეონარდო დიკაპრიო და კლერ დეინსი ასრულებენ.
კსანა ბრუკსთვის, 90-იანი წლების ყველაზე წარმატებული პროექტი პოლ ტომას ანდერსონის “მაგნოლია” იყო. ფილმში მთავარ როლებს ტომ კრუზი, ჰულიანა მური და ფილიპ სეიმურ ჰოფმანი ასრულებენ.
დენი ლი საუკეთესო ფილმად 1997 წელს გადაღებული”გუმო” დაასახელა.
სტივენ როუზმა კი ფენტეზი “იყო ჯონ მალკოვიჩი” აირჩია, რომელიც 1999 წელს ჩარლი კაუფმანმა გადაიღო.
კომენტარები