ქვეყნის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამდენი ვარსკვლავი ჩამოდის, ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ისაუბრა. კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს არის საქველმოქმედო თამაში და ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.
„ძალიან მიხარია, რომ გარკვეული პაუზის შემდეგ მეგობრებს ვნახავ და ზოგადად ქვეყნის პოპულარიზაციისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ამდენი ვარსკვლავი ჩამოდის, ევროპაში ყველაგან იწერება, რომ ეს თამაში გაიმართება დღეს ჩვენს დედაქალაქში, მადლობა მინდა მათ ვუთხრა. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი გულშემატკივარი ელოდება დღევანდელ შეხვედრას და ბევრ ადამიანს გაახარებს. რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, ეს არის საქველმოქმედო თამაში და ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ იმ დაზიანებული ბორჯომის ხეობის აღდგენაში, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა“,-განაცხადა კალაძემ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, საქველმოქმედო მატჩი გაიმართება. შეხვედრა სახელწოდებით „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“ თბილისში, „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება. საქველმოქმედო თამაშის ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.
კომენტარები