საქართველოს პრეზიდენტს ვეტოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად ერთი კვირა რჩება. უმრავლესობის წევრის გიორგი ვოლსკის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი არ გაითვალისწინებს მათ მიერ შეთავაზებულ წინადადებას, უმრავლესობა ვეტოს დაძლევს.
„საკმაოდ საინტერესო წინადადებები გვაქვს და თუ კი პრეზიდენტი ამ წინადადებებეს გაითვალისწინებს, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება მისთვისაც და ქვეყნისთვისაც. თუ კი პრეზიდენტი კვლავ იმ პოზიციაზე დარჩა, როდესაც ულტიმატუმის შინაარსით აპელირებს, რასაკვირველია, მასეთ შემთხვევაში, ჩვენ გვექნება სრული მობილიზაცია იმისათვის, რათა ვეტო დავძლიოთ“,-განაცხადა ვოლსკიმ.
კომენტარები