NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»“ყირიმი ხომ გავიდა! ჩვენც ჩვენსას მივაღწევთ!”

“ყირიმი ხომ გავიდა! ჩვენც ჩვენსას მივაღწევთ!”

29 სექ 2017 მნიშვნელოვანი, მსოფლიო, პოლიტიკა 875 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

1 ოქტომბერს ესპანეთმა შესაძლოა ყველაზე გავლენიანი რეგიონი – კატალონია დაკარგოს. მადრიდი აპირებს დამოუკდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას ბარსელონაში ხელი შეუშალოს: მიმდინარეობს დაჭერები, არასასურველი ჩინოვნიკების გათავისუფლება და პირდაპირი მუქარები.

ესპანელი ისტორიკოსების აზრით – კატალონიური ნაციონალიზმი საკმაოდ ახალგაზრდა მოვლენაა, რომელიც როგორ პოლიტიკური მიმდინარეობა, 1922 წლიდან არსებობს.

თუმცა, თავად კატალონიელები, ისინი ვინც სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხს არ ფლობს, გულმხურვალედ ამტკიცებენ, რომ ეს უძველესი პრობლემაა.

ჯერ კიდევ 1540 წელს კატალონიამ შეძლო და ესპანეთის სამეფოს გამოეყო, თუმცა დამოუკიდებელი არსებობა დიდხანს არ გაგრძელებულა – ის, საფრანგეთის სამეფოს მფარველობის ქვეშ აღმოჩნდა.

12 წლის შემდეგ, ესპანეთის ხელისუფლება მეამბოხე პროვინციაში დაბრუნდა.

1701 წელს ევროპაში ესპანეთის მემკვიდრეობისათვის ბრძოლა დაიწყო. კატალონიელებმა ავსტრიის ერცჰერცოგ კარლს დაუჭირეს მხარი და წააგეს. 1714 წლის 11 სექტემბერს ბარსელონა ფრანგი ჰერცოგის, ფილიპ ანჟუელის არმიამ დაამარცხა. სწორედ მან დაუდო საფძველი ესპანეთის სამეფო დინასტიას – ბურბონებს.

კატალონიელებმა ამ შემთხვევითაც “ისარგებლეს” რათა მადრიდზე შური ეძიათ და დამარცხების დღეს, დიადა – კატალონიის ნაციონალური დღე უწოდეს.

ჰიპოთეზა – კატალონიურ ნაციონალიზმში  მთავარი ესპანეთიდან გამოყოფაა, ხოლო ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია, 1922 წელს დადასტურდა.  სწორედ ამ წელს ჩამოყალიბდა პოლიტიკური ორგანიზაცია “კატალონიური სახელმწიფო” (Estat Català).

ორგანიზაციის დამაარსებელი ფრანსესკ მასია იზიარებდა “დიადი კატალონიის” იდეას და იმედოვნებდა, რომ მომავალი სახელმწიფო გააერთიანებდა არა მხოლოდ კატალონიის ესპანურ,  არამედ ფრანგულ ნაწილსაც.

1925 წელს ის ჩადის მოსკოვში და ხვდება გრიგორი ზინოვიევსა და ნიკოლაი ბუხარინს, იმ იმედით რომ საბჭოთა კავშირი მას ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენდა. შეხვედრა “მეგობრული” იყო, თუმცა კატალონიის დამოუკიდებლობის იდეის ავტორმა თანხა ვერ მიიღო.

1928 წელს მასიამ ფინანსური თვალსაზრისით საკმაოდ წარმატებულად იმოგზაურა ურგვაიში, არგენტინაში, ჩილეში, სადაც დიასპორა იყო და ჰავანაში დაფუძნდა. სწორედ აქ დააარსა კატალონიის სეპარატისტულ-რევოლუციური პარტია, რომლის მეთაურადაც გამოცხადა საკუთარი თავი.

1930 წელს გენერალ მიგელ პრიმო დე რივიერას დიქტატურა დაემხო, ამიტომ მასია ესპანეთში დაბრუნდა ერთი აზრით – გარდაექმნა სამშობლო კატალონიურ რესპუბლიკად. ის პოპულარული პიროვნება იყო და სწორედ ამიტომ შესძლო კიდეც პარლამენტში მოხვედრა. პარტია, რომელსაც ის წარმოადგენდა უმრავლესობით მოხვდა პარლამენტში და ამიტომ მიაღწიეს კიდეც ესპანეთის შემადგენლობაში კატალონიისათვის ავტონომიური სტატუსის მინიჭება.

კატალონიის სრული დამოუკიდებლობის გეგმის განხორციელებას ხელი შეუშალა სამოქალაქო ომმა, რომელიც 1936 წელს დაიწყო და 3 წელი გაგრძელდა.  ომში გამარჯვებულ დაუნდობელ გენერალ ფრანსისკო ფრანკოს ერთი იდეა ჰქონდა: ვინც ესპანეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს – ესპანელია!

ნაციონალიზმის იდეა კატალონიაში 40 წლით მიჩუმდა და მხოლოდ დიქტატორის გარდაცვალების შემდეგ აღზევდა. 1978 წელს ესპანეთში ახალი დემოკრატიული კონსტიტუცია მიიღეს, რომლის საფუძველზეც რეგიონმა კვლავ ავტონომიური სტატუსი მიიღო. კატალონიური ენა კი, მეორე ოფიციალურ ენად გამოცხადდა.

ესპანეთში ავტონომიის სტატუსი აქვს ანდალუსიას, არაგონის რეგიონს, ბალეარის კუნძულებს, კანარის კუნძულებსა და ბასკეთს.

2006 წელს კატალონიამ, ბასკეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ავტონომიური სტატუსი ახალ დონეზე აწია და გადაიქცა ოლქად, რომელსაც ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი ფინანსური უფლებამოსილება აქვს.

სწორედ ამის შემდეგ უკვე დაიწყეს ფიქრი:  ესპანეთსა და კატალონიას შორის საზღვრის გავლების დროა.

2009-2010 წლებში კატალონიაში სოციალური კვლევები ჩატარდა და აღმოჩნდა რომ ესპანეთიდან გამოყოფის იდეას მოსახლეობის 90 პროცენტი უჭერდა მხარს.

გამოცხადებული თარიღის, 1 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად, სიტუაცია სულ უფრო იძაბება. გააქტიურდა პოლიცია. დემონსტრანტები მაღაზიის ფანჯრებს (ჯერ-ჯერობით) არ ამსხვრევენ. ლიდერები ღამით, ცენტრალურ მოედანზე მოქალაქეებს არ ტოვებენ და აცხადებენ – “ჩვენ კიევში არ ვართ, მაიდანს არ მოვაწყობთ.” დრო და დრო კი მომიტინგეების ტრიბუნებიდან ისმის “ყირიმი გავიდა! ჩვენც ჩვენსას მივაღწევთ!”

შინაგან საქმეთა სამინისტრო ტერაქტებს არ გამორიცხავს – ქაოსის შემთხვევაში ჯიჰადისტებს ადვილად შეუძლიათ მონახონ პუნქტი, რომელსაც პოლიცია ნაკლებ ყურადღებას უთმობს.

ესპანელები, ყოველ დილით კითხულობენ მედიაში გავრცელებულ ახალ ინფორმაციას “გამოყოფის მომხრეების დაკავების შესახებ”.
ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ, უკანონო რეფერენდუმის მომზადების ფაქტთან დაკავშირებით აღძრა საქმე და გამოძიება დაიწყო.

კატალონიის ხელმძღვანელი კარლეს პუჩდემონი საქმის შეწყვეტას ითხოვს. ცენტრალურმა ხელისუფლებამ 700-ზე მეტი ჩინოვნიკი გააფრთხილა, იმ შემთხვევაში თუ პლებისციტი ჩატარდება, ისინი თანამდებობეს დატოვებენ.

ევროკავშირმა უკვე რამდენჯერმე ამცნო კატალონიას, რომ თუ ესპანეთს გამოეყოფა, მისი ავტონომიური წევრობა ევროკავშირში არასოდეს მოხდება. ეს კი კატალონიის ექსპორტის საბაჟო გადასახადებისათვის დიდი დარტყმა იქნება.

ახლა ყველა ელოდება – გაბედავს კი ცენტრალური ხელისუფლება კონსტიტუციის 155-ე მუხლის გააქტიურებას, რომელიც საშუალებას მისცემს განსაკუთრებულ შემთხვევაში არასტაბილურ რეგიონს ავტონომიის სტატუსი შეუჩეროს.

სავარაუდოდ, 2017 წლის 1 ოქტომბერი გადამწყვეტ თარიღად ჩაიწერება ესპანეთისა და კატალონიის ისტორიაში.

მასალა მომზადებულია უცხოურ მედიაზე დაყრდნობით.

კომენტარები

ესპანეთი კატალონია მადრიდი რეფერენდუმი ფრანსესკ მასია 2017-09-29
Tags ესპანეთი კატალონია მადრიდი რეფერენდუმი ფრანსესკ მასია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პროგრამა SOCIAL IMPACT AWRAD-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

შემდეგი სტატია

საქართველოს მთავარი პროკურორი კორინ იონკერს შეხვდა

მსგავსი სტატიები

შეხვედრა რუმინეთის სახელმწიფო მდივანთან SEDM-ის ფარგლებში

11 ოქტ 2017

ირაკლი კობახიძემ პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის პირველი დღე შეაჯამა

18 დეკ 2017
“ზოგს ტორტი მოსწონს, ზოგს რუსული პეროგი”- მეუფე იაკობი  ეკლესიაში პრორუსულ ძალებზე

“ზოგს ტორტი მოსწონს, ზოგს რუსული პეროგი”- მეუფე იაკობი ეკლესიაში პრორუსულ ძალებზე

06 მაი 2018

უახლესი ამბები

  • ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არანაირი კომისიების შექმნა საჭირო არ არის – ჩვენ არ ვაპირებთ სიმულაციაში მონაწილეობას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას არსად მიიყვანს

    ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არანაირი კომისიების შექმნა საჭირო არ არის – ჩვენ არ ვაპირებთ სიმულაციაში მონაწილეობას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას არსად მიიყვანს

  • კობახიძე სამხარაძეზე: უხამსი სიტყვები, ნაცმოძრაობისა და მისი მედიის მთავარი პიარული ხაზია

    კობახიძე სამხარაძეზე: უხამსი სიტყვები, ნაცმოძრაობისა და მისი მედიის მთავარი პიარული ხაზია

  • Social Impact Award 2022 ფინალისტი გუნდები გამოვლინდენ

    Social Impact Award 2022 ფინალისტი გუნდები გამოვლინდენ

  • თამრიკო ჭოხონელიძე “ოცნების” დეპუტატს: ვის აგინებ ასე გამეტებით, ხვალ შენმა შვილებმა ხომ ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ, არ გრცხვენია?!

    თამრიკო ჭოხონელიძე “ოცნების” დეპუტატს: ვის აგინებ ასე გამეტებით, ხვალ შენმა შვილებმა ხომ ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ, არ გრცხვენია?!

  • თაკო ჩარკვიანი: უმოქმედობაა ყველაზე დიდი შეცდომა.. ახლა გაერთიანების დროა!

    თაკო ჩარკვიანი: უმოქმედობაა ყველაზე დიდი შეცდომა.. ახლა გაერთიანების დროა!

  • გია ხუხაშვილი: ხალხმა თავისი ურყევი ნება აჩვენა, ახლა უკვე პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ, რად ღირან – ისინი უნდა გამოვიდნენ წინა პლანზე

    გია ხუხაშვილი: ხალხმა თავისი ურყევი ნება აჩვენა, ახლა უკვე პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ, რად ღირან – ისინი უნდა გამოვიდნენ წინა პლანზე

  • მიხეილ მაჭავარიანი: ამის მოლოდინი „ქართული ოცნების“ მთავრობისგან არ უნდა გვქონდეს, რადგან ეს ადამიანები ხელისუფლებას და ძალაუფლებას უფრო ეჭიდებიან, ვიდრე პრობლემების მოგვარებას

    მიხეილ მაჭავარიანი: ამის მოლოდინი „ქართული ოცნების“ მთავრობისგან არ უნდა გვქონდეს, რადგან ეს ადამიანები ხელისუფლებას და ძალაუფლებას უფრო ეჭიდებიან, ვიდრე პრობლემების მოგვარებას

  • თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

    თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

  • სანდრო რაქვიაშვილი: როგორც ირაკლი ღარიბაშვილი უნდა წასულიყო თანამდებობიდან დაშვებული შეცდომის შემდეგ, ისევე „სირცხვილია” უნდა შეეშვას მიტინგების დაშლას

    სანდრო რაქვიაშვილი: როგორც ირაკლი ღარიბაშვილი უნდა წასულიყო თანამდებობიდან დაშვებული შეცდომის შემდეგ, ისევე „სირცხვილია” უნდა შეეშვას მიტინგების დაშლას

  • ირაკლი ღარიბაშვილი: გულითადად ვულოცავთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეგობარ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის 246-ე წლისთავს

    ირაკლი ღარიბაშვილი: გულითადად ვულოცავთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეგობარ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის 246-ე წლისთავს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge