უკრაინის მთავარი სამხედრო პროკურორის ანატოლი მატიოსის ბრიფინგზე გამოყენებულ შავი ზღვის ქვეყნების რუკაზე საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე იყო გამოსახული. ამის შესახებ საკუთარ „ფეისბუზე“ ტელეკომპანია NewsOne-ის წამყვანმა დიანა პანჩენკომ დაწერა.
„სოლიდარობა? გახსოვთ სკანდალი იმ რუკის გამო, რომელზეც უკრაინა ყირიმის გარეშე იყო გამოსახული? ახლა უკვე ღირსეული სამხედრო პროკურორი მოგვევლინა შავი ზღვის ქვეტნების რუკის ფონზე, რომელზეც საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშეა გამოსახული. მეგობრებო, მიხოს სკანდალის მერე ორიენტირები შეიცვალეთ?“, – წერს პანჩენკო.
კომენტარები