საფრანგეთში შიშველი ქალის ნახატის ესკიზი იპოვეს, რომელიც ექსპერტების აზრით, შესაძლოა ლეონარდო დე ვინჩის „მონა ლიზა“ ყოფილიყო. BBC-ს ინფორმაციით, ნახშირით შესრულებული პორტრეტი ცნობილია, როგორც „მონა ვანნა“. ის 1862 წლიდან კონდეს მუზეუმში ინახება. მთელი ამ წლების განმავლობაში ნახატი სხვა მხატვრის ნამუშევრად მიიჩნეოდა. ნახატზე მრავალჯერადი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ კი, სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ ის ლეონარდო დე ვინჩის ეკუთვნის.
ექსპერტების თქმით, „მონა ვანნა“ და „მონა ლიზა“ თითქმის ერთი ზომისაა. ემთხვევა სახის და ხელების გამოსახულებაც. მათი აზრით, ესკიზი სავარაუდოდ ფერწერული ტილოს მოსამზადებელი პორტრეტი უნდა ყოფილიყო.
“მონა ლიზა” იტალიელი ფერმწერის, ლეონარდო და ვინჩის მიერ შექმნილი პორტრეტია. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატია ხელოვნების დარგში. მიეკუთვნება აღორძინების პერიოდს. გამოფენილია ლუვრში.
კომენტარები