საკრებულოს უმრავლესობის თანხმობის შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის კომპანიას დღეს კიდევ ორ ტერიტორიას გადასცემენ, ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს. თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ბოტანიკური ბაღის ერთ ჰექტრამდე ფართობის კერძო პირისთვის გადაცემაზე იმსჯელებენ, „კურიერის“ ინფორმაციით, საუბარია ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომპანიაზე, რომელიც სამუშაოებს „პანორამა თბილისისთვის“ განახორციელებს, ამავე ორგანიზაციისთვის იგეგმება პუშკინის სკვერის ქვეშ ფართის გადაცემა, სადც მიწისქვეშა ავტოსადგომი მოეწყობა.
საკრებულოთ თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, საკითხი არ არის, ქონების გადაცემაზე, მსჯელობა იქნება ბოტანიკური ბაღისა და პუშკინის სკვერის შესახებ გენგეგმის დამტკიცების ფარგლებში.
„ქონების გადაცემასთან დაკავშირებით საკითხი არ არის, თქვენ იცით, რომ თაბორის მთაზე კეთდება ძალიან მნიშვნელოვანი სარეკრეაციო სივრცე და ამ ტერიტორიის საირიგაციო სისტემების მოწყობისათვის, დამატებით, მთლიანი ტერიტორიის 1%-ზე ხდება ზონის ცვლილება. დამუშავდა ის ადგილები, რომელზეც ქალაქს აქვს ინტერესი, რომ განხორციელდეს მიწისქვეშა ავტოპარკინგები და ასევე ერთ-ერთი ობიექტი გახლავთ პუშკინის მოედანზე“,-განაცხადა ტყემელაძემ.
კომენტარები