NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»პროგრამა SOCIAL IMPACT AWRAD-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

პროგრამა SOCIAL IMPACT AWRAD-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

29 სექ 2017 საზოგადოება 651 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ფინალურ ეტაპზე გადასულ შვიდ გუნდს შორის ჟიურიმ ორი გამარჯვებული დაასახელა, ხოლო ერთი საზოგადოების რჩეული გახდა. სამივე გამარჯვებული გუნდი ფულადი ჯილდოს სახით, 2000 ევროს მიიღებს საქართველოს ბანკისგან და დაესწრება SIA-ს ევროპის სამიტს ბელგრადში (სერბეთი).

პროგრამის გამარჯვებულები გახდნენ:

Sign & Sound – ინოვაციური ხელთათმანი, რომლის მეშვეობითაც სმენისა და მეტყველების შეზღუდვის მქონე პირებს ეფექტური კომუნიკაცია ექნებათ საზოგადოებასთან. პროგრამა, რომელსაც ეცოდინება ჟესტების ენა, გადათარგმნის ხელთათმანით გაკეთებულ ჟესტს, ხოლო სპიკერი გაახმოვანებს შესაბამის წინადადებას.

Braille Reader – ელექტრონული წიგნების წამკითხველი უსინათლოთათვის, რომელიც ნებისმიერ ტექსტს სპეციალურად შექმნილ ეკრანზე გამოსახავს. პროექტის მიზანია სკოლების აღჭურვა ამ ტექნოლოგიის მქონე მერხებით, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს ბრაილის შრიფტის შესწავლას.

Book AR – ინოვაციური აპლიკაცია, რომელიც რადიკალურად შეცვლის თანამედროვე სწავლების მეთოდს. ტელეფონის კამერის საშუალებით მომხმარებელი შეძლებს დაინახოს ტექსტის ძირითადი სათქმელი, ორ და სამგანზომილებაში, ვიდეოს, ანიმაციისა და 3D მოდელების დახმარებით.

„წელს პროგრამა Social Impact Award-ი პირველად ჩავატარეთ და ძალიან გვიხარია, რომ პირველივე წელს პროგრამაში ამდენი სტუდენტი ჩაერთო. საერთო ჯამში 200-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო ვორქშოფებში მონაწილეობა, რაც გვაძლევს სტიმულს, რომ მომავალ წელს პროგრამა საქართველოს რეგიონებშიც გავიტანოთ. რაც შეეხება გამარჯვებულებს, ვფიქრობთ, პროგრამამ მიაღწია დასახულ მიზანს, სამივე გამარჯვებული გუნდი ძალიან აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს. ჩვენ ვაგრძელებთ მონაწილეებთან თანამშრომლობას და აუცილებლად ჩავრთავთ მათ სხვადასხვა საინტერესო ინიციატივაში.“ – განაცხადა Impact Hub Tbilisi-ს თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ.

„ევროპის ფონდი მოხარულია, რომ Social Impact Award-ის პირველმა წელმა წარმატებით ჩაიარა. მისასალმებელია ახალგაზრდების გაზრდილი ინტერესი სოციალური მეწარმეობის მიმართ და მათ მიერ გაწეული ძალისხმევა სოციალური პრობლემების გადასაჭრელად. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ უფრო ბევრი ახალგაზრდა გააქტიურდება, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებშიც და შეეცდებიან სამეწარმეო მიდგომებით მოაგვარონ მათთვის აქტუალური საკითხები. ფონდი მომავალშიც განაგრძობს სოციალური მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერას და არაერთ საინტერესო და სასარგებლო ინიციატივას შესთავაზებს ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს.“ – აღნიშნა ევროპის ფონდის პროგრამის მენეჯერმა ნანა გამყრელიძემ.

„საქართველოს ბანკისთვის, მნიშვნელოვანია სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერა, რადგან ხელი შეუწყოს საქართველოში სოციალური საწარმოების შექმნას და განვითარებას.

მოხარულები ვართ, რომ წარმატებული თანამშრომლობა შედგა, ამ მნიშვნელოვანი პროექტის ფარგლებში. დღეს გვყავს გამარჯვებული გუნდები, მინდა მივულოცო მათ ეს წარმატება. საქართველოს ბანკი, სოციალური მოწერამეობის ხელშეწყობის მიზნით, გამრაჯვებულ გუნდებს ფულად ჯილდოს გადასცემს. ვიმედოვნებთ ისინი წარმატებით განახორციელებენ პროექტებს სოციალური მეწარმეობის კუთხით. საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და არაერთი აქტივობა განახორციელა სოციალური მეწარმეობის განვითარების კუთხით. აღსანიშნავია, რომ Social Impact Award პროექტში ჩართული იყო ახალგზარდა თაობა სტუდენტების სახით – მათი მხარდაჭერა, კი ასევე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხათუნა კაკაბაძემ.

Social Impact Award (SIA) არის ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით, რომელიც 18 ქვეყანაში ხორციელდება. Impact Hub Tbilisi-სა და ევროპის ფონდის ერთობლივი ძალისხმევით, წელს პროგრამას საქართველოც შეუერთდა. SIA-ს პარტნიორია საქართველოს ბანკი. „საქართველოს ბანკისთვის, მნიშვნელოვანია სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერა, რადგან ხელი შეუწყოს საქართველოში სოციალური  საწარმოების შექმნას და განვითარებას. მოხარულები ვართ, რომ წარმატებული თანამშრომლობა შედგა, ამ მნიშვნელოვანი პროექტის ფარგლებში. დღეს გვყავს გამარჯვებული გუნდები, მინდა მივულოცო მათ ეს წარმატება. საქართველოს ბანკი, სოციალური მოწერამეობის ხელშეწყობის მიზნით, გამრაჯვებულ გუნდებს ფულად ჯილდოს გადასცემს. ვიმედოვნებთ ისინი წარმატებით განახორციელებენ, პროექტებს სოციალური მეწარმეობის კუთხით. საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და არაერთი აქტივობა განახორციელა სოციალური მეწარმეობის განვითარების კუთხით. აღსანიშნავია, რომ Social Impact Award პროექტში ჩართული იყო ახალგზარდა თაობა, სტუდენტების სახით – მათი მხარდაჭერა, კი ასევე მნიშვნელოვანია“ – განაცხადა საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხათუნა კაკაბაძემ.

Social Impact Award (SIA) არის ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით, რომელიც 18 ქვეყანაში ხორციელდება. Impact Hub Tbilisi-სა და ევროპის ფონდის ერთობლივი ძალისხმევით, წელს პროგრამას საქართველოც შეუერთდა. SIA-ს პარტნიორია საქართველოს ბანკი.

[R]

კომენტარები

საქართველოს ბანკი 2017-09-29
Tags საქართველოს ბანკი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სკოლებში ვაშლების დარიგება მომდევნო კვირიდან დაიწყება

შემდეგი სტატია

“ყირიმი ხომ გავიდა! ჩვენც ჩვენსას მივაღწევთ!”

მსგავსი სტატიები

თეა წულუკიანი: კარგი იქნება თუ ბესო ზანგური დღესვე დატოვებს თეატრს

თეა წულუკიანი: კარგი იქნება თუ ბესო ზანგური დღესვე დატოვებს თეატრს

ნინო ჩხეიძე 16 აპრ 2021
მდინარე ნენსკრას კალაპოტიდან გადმოსვლის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული

მდინარე ნენსკრას კალაპოტიდან გადმოსვლის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული

05 ივლ 2018
მეტროპოლიტენის მემანქანეები ხელფასების მომატებას ითხოვენ

მეტროპოლიტენის მემანქანეები ხელფასების მომატებას ითხოვენ

02 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

    მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

  • მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

    მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

  • ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

    ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

  • უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი: ჩვენ არ გვაწყობს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, რაც ატომურ ბომბს უტოლდება

    უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი: ჩვენ არ გვაწყობს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, რაც ატომურ ბომბს უტოლდება

  • თბილისში, მამაკაცმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლე ყელის არეში დანით დაჭრა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

    თბილისში, მამაკაცმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლე ყელის არეში დანით დაჭრა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

  • ზელენსკი: პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შედგება ასეთი შეხვედრა

    ზელენსკი: პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შედგება ასეთი შეხვედრა

  • გიორგი კეკელიძე კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარება უტარდება

    გიორგი კეკელიძე კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარება უტარდება

  • ირაკლი ღარიბაშვილმა კასპში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

    ირაკლი ღარიბაშვილმა კასპში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

  • მედია: რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მიხაილ ხადარკოვსკი და გარი კასპაროვი აგენტების სიას დაამატა

    მედია: რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მიხაილ ხადარკოვსკი და გარი კასპაროვი აგენტების სიას დაამატა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge