NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მარნეულში ქართული ღვინის კვირეული გაიხსნა

მარნეულში ქართული ღვინის კვირეული გაიხსნა

29 სექ 2017 ახალი ამბები, საზოგადოება 966 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მარნეულში  გაიხსნა  ღვინის კვირეული სახელწოდებით – „მარნეული- ვაზის აკვანი“, სადაც მოსულ სტუმრებს ქართული ღვინის მწარმოებელი მსხვილი და საშუალო კომპანიებმა, მცირე და ოჯახური მარნებმა წარმოუდგინეს  საკუთარი პროდუქცია.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ქართული ღვინის, თაფლის, ყველის და სხვა სასოფლო -სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა.

ქართული ღვინის კვირეული მარნეულში დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით:
ღია ცის ქვეშ, ჩატარდა ლექცია – პრეზენტაცია, მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მსოფლიოში უძველესი წიპწებისა და საღვინე ჭურჭლის შესახებ, რომელსაც   ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი მინდია ჯალაბაძე უძღვებოდა.

სხვადასხვა პერფორმანსთან ერთად ტრადიციულად, საზეიმოდ გაიხსნა ქვევრი, დაიწურა ყურძენი საწნახელში, მოდუღდა თათარა და ამოივლებო ჩურჩხელები, ანსამბლ „ჰუჯაბის“ მიერ შეასრულებული ფერხულის სიმღერის „საწნახლური“-ს თანხლებით.

ასევე მოეწყო  ხელნაკეთი ნივთების გამოფენა- გაყიდვა და გაიმართა ქართული ჭიდაობის ტურნირი.

ღვინის კვირეულის გახსნის ცერემონიალს,  ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი მოსახლეობა და სხვა მოწვეული სტუმრები  ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია,  რომ ქართული ღვინის კვირეული, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, წელს უკვე მეოთხედ აღინიშნება და მოიცავს ქართული ღვინის პოპულარიზაციასთან დაკავშირებულ არა ერთ საინტერესო ღონისძიებას.

ღონისძიება მარნეულის შემდეგ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადაინაცვლებს.

 

კომენტარები

მარნეული ფესტივალი ღვინის ფესტივალი ღვინო 2017-09-29
Tags მარნეული ფესტივალი ღვინის ფესტივალი ღვინო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საფრანგეთში შიშველი მონა ლიზას ესკიზი აღმოაჩინეს

შემდეგი სტატია

„ნაციონალური მოძრაობა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით ცდილობს გავლენა მოახდინოს ამომრჩევლებზე“

მსგავსი სტატიები

პრემიერს და ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტში ელოდებიან – დეპუტატები მწვავე დებატებისთვის ემზადებიან

პრემიერს და ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტში ელოდებიან – დეპუტატები მწვავე დებატებისთვის ემზადებიან

ირაკლი შალიკაშვილი 22 მაი 2019

ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ბერშუეთთან ორი ადგილობრივი დააკავეს

21 ივნ 2018
პარლამენტში ჩვენ 3 დეპუტატი გვყავს და კანონს თუ გვარგებდნენ, წესიერად მოერგოთ, მეოთხე სად ვიპოვოთ ფრაქციის შესაქმნელად

პარლამენტში ჩვენ 3 დეპუტატი გვყავს და კანონს თუ გვარგებდნენ, წესიერად მოერგოთ, მეოთხე სად ვიპოვოთ ფრაქციის შესაქმნელად

ირაკლი შალიკაშვილი 27 მაი 2021

უახლესი ამბები

  • შვედეთის პრემიერი: ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას

    შვედეთის პრემიერი: ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას

  • ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას – რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

    ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას – რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

  • ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

    ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

  • მირანდა ბაღათურია: მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! …მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად

    მირანდა ბაღათურია: მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! …მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად

  • სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

    სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

  • თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ არსად შესაშვები არ ვართ, აი ამას იძახის “ქართული ოცნება” (ვიდეო)

    თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ არსად შესაშვები არ ვართ, აი ამას იძახის “ქართული ოცნება” (ვიდეო)

  • საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა

    საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა

  • თინა ხიდაშელი: არ არსებობს ბუნებაში, რომ პოლიტიკური შედეგი დადგეს პოლიტიკური მოთამაშეების გარეშე

    თინა ხიდაშელი: არ არსებობს ბუნებაში, რომ პოლიტიკური შედეგი დადგეს პოლიტიკური მოთამაშეების გარეშე

  • მაქსიმ გალკინი: ვხედავ, როგორ წვავს სკაბეევა ABBA-ს ალბომს, სოლოვიოვი კი ყვირის: „კარლსონ!” (ვიდეო)

    მაქსიმ გალკინი: ვხედავ, როგორ წვავს სკაბეევა ABBA-ს ალბომს, სოლოვიოვი კი ყვირის: „კარლსონ!” (ვიდეო)

  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება

    შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge