თბილისში დაგეგმილი ემირ კუსტურიცას კონცერტი გადაიდო. ორგანიზატორების თქმით, მათთვის არ იყო ცნობილი, რომ კუსტურიცას საქართველოში ჩამოყვანა, კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. საქმე ეხება 2009 წელს, ცხინვალის რეგიონში მუსიკოსის ვიზიტზე.
„საქართველოში მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ემირ კუსტურიცას ვიზიტთან დაკავშირებით, არის გარკვეული იურიდიული საკითხების დაზუსტება საჭირო, აქედან გამომდინარე, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეწყო კონსულტაციები და მანამდე შეეჩერებინა კონცერტის ბილეთების გაყიდვები. ის კარგად იცნობს საქართველოს ისტორიასა და კულტურას და ძალიან აინტერესებს საქართველოში ჩამოსვლა, მაგრამ ჩამოვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება ხელისუფელბის მხრიდან მზაობა მისი სტუმრობის“,-განაცხადა „არტ მედია ჯგუფის“ ხელმძღვანელმა ლელა ასლანიკაშვილმა.
კომენტარები