ვარსკვლავების მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე დინამო არენაზე იმ მეხანძრეებმა ჩაიარეს, რომლებიც ბორჯომის ხეობაში 20 აგვისტოს გაჩენილ ხანძარს თითქმის ერთი კვირა ებრძოდნენ. ტრიბუნებიდან მათ შეძახილებით და ოვაციებით შეხვდნენ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დღეს საქველმოქმედო მატჩი გაიმართება. შეხვედრა, სახელწოდებით „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“ თბილისში, დინამო არენაზე რამდენიმე წუთსი დაიწყება.
ვეტერანი ფეხხბურთელები ქველმოქმედებამ გააერთიანა. მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის გადამწვარი ტყის აღდგენას მოხმარდება.
კომენტარები