NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»ბრიტანეთის საელჩო დამატებით განმარტებებს აკეთებს

ბრიტანეთის საელჩო დამატებით განმარტებებს აკეთებს

29 სექ 2017 მნიშვნელოვანი, საზოგადოება 881 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ბრიტანეთის საელჩო მის მიერ საკუთარი მოქალაქეებისთვის გაცემული რჩევების შესახებ დამატებით განმარტებებს აკეთებს. განცხადება საელჩოს ოფიციალურ „ფესიბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

„თბილისში 6 ოქტომბერს უელსსა და საქართველოს შორის საფეხბურთო მატჩზე დასწრების მსურველ ბრიტანეთის მოქალაქეთათვის გაცემულმა რჩევებმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. გვსურს განვმარტოთ, რომ:

ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ მგზავრობის შესახებ არსებული ინფორმაცია არის დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს რეკომენდაციებსა და პრაქტიკულ რჩევებს. მისი მიზანია ბრიტანეთის მოქალაქეების უსაფრთხოება და მათი მხრიდან ადგილობრივი კანონმდებლობის და კულტურის უკეთ გაცნობა და პატივისცემა.

ასეთი რჩევები მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის არსებობს.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ გავეცით პრაქტიკული რჩევები მათთვის, ვისაც სურს დაესწროს უელსსა და საქართველოს შორის საფეხბურთო მატჩს 6 ოქტომბერს.

ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში მკაფიოდ არის ხაზგასმული ის ფაქტი, რომ ზოგადად თბილისში კრიმინალის დონე დაბალია.

თბილისმა არაერთხელ წარმატებით უმასპინძლა სხვადასხვა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას და ამჯერადაც მოლოდინი გვაქვს, რომ ეს მატჩიც წარმატებით ჩაივლის.

მოუთმენლად ველით უელსის გულშემატკივრების თბილისში ჩამოსვლას“, – წერია სელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

ბრიტანეთი ბრიტანეთის საელჩო განმარტებები რეკომენდაციები საქართველო-უელსი 2017-09-29
Tags ბრიტანეთი ბრიტანეთის საელჩო განმარტებები რეკომენდაციები საქართველო-უელსი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„დინამო არენაზე“ საქველმოქმედო მატჩი „მსოფლიო ვარსკვლავები საქართველოსთვის“ გაიმართება

შემდეგი სტატია

ცისარტყელის მთები

მსგავსი სტატიები

“წყეულები ხართ, დაგლახვროთ უფალმა! ” (ვიდეო)

“წყეულები ხართ, დაგლახვროთ უფალმა! ” (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 15 ივლ 2021
„პრეზიდენტობის ყველა კანდიდატმა ნათლად უნდა უთხრას საზოგადოებას, იქნება ის მორჩილი, თუ იქნება თავისუფალი“

„პრეზიდენტობის ყველა კანდიდატმა ნათლად უნდა უთხრას საზოგადოებას, იქნება ის მორჩილი, თუ იქნება თავისუფალი“

10 მაი 2018
მოვუწოდებ ყველა პარტიას, დადგნენ თავის ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა, ნუ ჩათვლით, სააკაშვილი თუ ვერ ჩამოდის, ეს თქვენ სიტუაციას გიადვილებთ – ყველა შემთხვევაში ჩამოვალ საქართველოში

მოვუწოდებ ყველა პარტიას, დადგნენ თავის ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა, ნუ ჩათვლით, სააკაშვილი თუ ვერ ჩამოდის, ეს თქვენ სიტუაციას გიადვილებთ – ყველა შემთხვევაში ჩამოვალ საქართველოში

ირაკლი შალიკაშვილი 27 აპრ 2021

უახლესი ამბები

  • ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

    ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

  • ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

    ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

  • უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

    უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

  • ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

    ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

  • შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

    შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

  • გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

    გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

  • ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

    ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

  • ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

    ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

  • თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

    თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

  • თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

    თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge