საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი და თბილისის მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განვითარებულ პროცესებს გამოეხუამრა. ელისაშვილის განცხადებით, „ქალაქი გადასარჩენია ბიძინა ივანიშვილისგან და „ქართული ოცნებისგან“.
„ძალიან მიუღებელი იყო ყველაფერი დილიდან, როგორი სისწრაფით გაიტანეს საკითხი, რა საკითხები გაიტანეს, ლანდშაფტურ-რეკრეაცილ ზონას, 5000 კვადრატს სასწრაფოდ უნდა შეუცვალონ სტატუსი, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი სადღაც წყლის რეზერვუარს ვერ აშენებს, შუაგულ მოედანზე პარკინგი უნდა ააშენონ ბიძინა ივანიშვილის სასტუმროსთვის 30 მანქანაზე.
ასეთი ძალადობა ქალაქზე არის კატასტროფა. მართლა გადასარჩენია ეს ქალაქი ბიძინა ივანიშვილისგან და „ქართული ოცნებისგან“. მიეცათ სიტყვა ჩემი ოპონენტი კანდიდატებისთვის, დაეფიქსირებინათ პოზიცია და არ ვიხილავდით იმას, რაც ვიხილეთ, დრამატულ ამბებს. ეს არის აღმაშფოთებელი და მიუღებელი. ძალიან მძიმე ვითარებაა და მართლა უნდა გადავარჩინოით ქალაქი“,-განაცხადა ელისაშვილი.
კომენტარები