NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»როგორ ცხოვრობენ დევნილები ომის მე-9 წელს წეროვანში ?

როგორ ცხოვრობენ დევნილები ომის მე-9 წელს წეროვანში ?

28 სექ 2017 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი 1993 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

2008 წლის ომის შემდეგ 9 წელი გავიდა, სოფელ წეროვანში 5000-მდე დევნილი ცხვრეობს, მათი მონათხრობიდან ჩანს, რომ  ცხოვრების პირობები უარესდება, დასახლებაში თითქმის ყველა მეორე ოჯახში არავინ მუშაობს და დევნილობის გასამრჯელოს იმედად არიან, ან ოჯახს  მხოლოდ  ერთი  ადამინი  ინახავს. წეროვანში მცხოვრები  დევნილები ძირთიადად ცხინვალის რაონის  სოფელ ძარძემიდან,  თამარაშენიდან, ქემერტიდან და ახალგორიდან არიან. უმრავლესობამ  საცხოვრებელი ადგილი 2008 წლის 8 აგვისტოს დატოვა.

 

80 წლის ანზორი ბაბუ იხსენებს ომის ღამეს…

9

 

წეროვანში სოფლის მეურნეობის მიზნით დასამუშავებელი მიწები არ  არსებობს, დევნილები  თვითნებურად ითვისებენ კერძო მიწებს,  შემდეგ ინაწილებენ  და  ამუშავებენ, რომ  ოჯახისთვის საკმარი პროდუქტი  მაინც მოიყვანონ. თუმცა, უმეტესობას  ეს შესაძლებლობა არ ააქვს  მიწების სიმცირის გამო . გადასახადებზე შეღავათები აღარ აქვთ. დასაქმების დონე დაბალია.

 

ახალგაზრდები წეროვანიდან…

19441366_1712493008768866_1276019268_n

 

სკოლის ავტობუსი.

19433649_1712493032102197_838915942_n

 

ეს ერთი ოთახი სოფლის საავადმყოფოა.

19433460_1712493018768865_1330253631_n.jpg

 

ეს კი სასწრაფოა.

19398888_1712493015435532_812428930_n (1)

 

 

წეროვანში ერთი სკოლა  და საბავშვო ბაღია. სკოლაში  შესვლა  მოვახერხეთ.  თუმცა,  ფოტოებისა და ვიდეოს  გადაღების ნება არ  დაგვრთეს და  არც ბავშვებთან გაგვასაუბრეს. დირექტორის ნებართვა იყო საჭირო, რომელიც  გამოცდაზე იმყოფებოდა და ჩვენთვის არ ეცალა.  რაც შეეხება საბავშვო ბაღს, თანამშრომლები კითხვებზე მპასუხობდნენ. მშობლებთან გასაუბრებაც მოვახერხე:

„ბაღის  კვებას  არ ვუჩივით, ბავშვებსაც  კარგად  ექცევიან, კარგი პირობებია, თუმცა ზოგადად სოფელში ბევრი პრობლეემაა. ზოგი  მხოლოდ დევნილების დახმარებას შესჩერებია სხვა  შემოსავალი არ აქვს. ხალხი  დაძაბული  და გაუბედურებულია  ისედაც  ამდენი რაღაც  გამოვიარეთ აქაც  წესიერი პირობები არ არის, სამსახურს ვერ იშოვი. ზოგი დადის  თბილისში  მუშაობს  და უკეთესად  არიან, მაგრამ ყველას ეს არ შეუძლია“ –  35  წლის მარინა

სკოლიდან 10 წუთის  სავალზე  ვიწრო  ქუჩა  შედიოდა, შესასვლელიდანვე ჩანდა  ქოხები, რომლებსაც თითქმის დანგრეული ეზო ჰქონდა.  გზას გავუყევი, რამდენიმე   მოსახლესთან გასაუბრება ვცადე, მაგრამ სურვილი არ ჰქონდა. როგორც გამოვარკვიე ამ  ქუჩაზე ძირითადად სოფელ თამარაშენიდან წამოსული დევნილები  ცხოვრბდნენ.  10 წუთი მივუყვებოდი  ქუჩას, ხალხი  ცივი  სახით  მიყურებდა მეგონა,რომ ვერავის ჩავწერდი. ამ დროს  მარცხენა მხარეს ქალბატონი დავინახე ეტლში  იჯდა. მივედი ჯერ მივესალმე, გამიღიმა და რაღაც იმედი  გამიჩნდა,რომ  საუბარს   შევძლებდი. ჩამოვჯექი და მაშინვე დამიწყო  თავისი ისტორიის მოყოლა.

„ვცხოვრობდი სოფელ თამარაშენში, მე თვითონ ოსი  ვარ, მეუღლე  ქართველი მყავდა, ერთი ბიჭი მყავდა და  ორი გოგო. ჩემი ბიჭი ერთი კვირის წინ გახდებოდა 27 წლის. 1993 წელს თბილისიდან მოდიოდა თამარაშენში, გზაში მომიკლეს წარმოიდგინეთ დედა ოსი და ოსებმა შვილი მომიკლეს.  მე ინვალიდი გავხდი მეუღლე დამეღუპა 2008 წლის ომის დროს. ერთი წლი წინ ფეხი მომაჭრეს, ოჯახში ყველა  უმუშევარი ვართ, ჩემმა  ქალიშვილებმა უმაღლესი დაამთავრეს, მაგრამ სამსახურს ვერ პოულობენ.ჩემს  პენსიას შევყურებთ. 2014 წლამდე  მქონდა მარჩენალ  დაკარგულის დახმარება. მერე ისიც მომხსნეს, 1993 წელი, როვა შვილი დავკარგა ომად  არ იყო გამოცხადებული  და  მიზეზად ეს დამისახელეს. დახმარება  წელიწადში  სულ 200 ლარი იყო, მაგრამ წამლებში მადგებოდა. ახლა  ვარ  ასე…“

 

 

8.jpg

 

 

  • ქალბატონი ეთერი. წარმოშვებით ოსი. მეუღლე ქართველი ყავდა კობერიძე.18 წლის ბიჭი ოსებმა ქართველობის გამო მოუკლეს. 2008 წელის ომის დროს ქმარი დაკარგა. ერთი წლის წინ ფეხი მოაჭრეს.

 

 

 

ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ამ ქალბატონთან  საუბარი,  თვალები ცრემლებით მევსებოდა და  თან ვცდილობდი არ მეჩვენებინა, ნერწყვსაც ვერ  ვყლაპავდი,  დაბნეული ვიდექი არ  ვიცოდი რა მექნა მენუგეშა, მეტირა, არ შემემჩნია. ამ დროს  ძალიან ძნელია ობიექტურად შეხედო  ამბავს. საბოლოოდ ქალბატონ ეთერს ჯანმრთელობა  ვუსურვე და წამოვედი.   გავიფიქრე, რომ ძალიან მინდოდა ისევ დავბრუნებულიყავი აქ  და მცირედით მაინც დავხმარებოდი, მაგრამ  ჯერჯერობით ვერ მოვახერხე.  გზა  გავაგრძელე, ორი სახლის იქით  ეზოში რამდენიმე ადამიანი  იჯდა, საუბრობნენ. მივედი ჩემი თავი გავაცანი და ვთხოვე თუ შეეძლოთ  მოუეყოლათ  როგორ  ცხოვრობენ რა უჭირთ რა  ულხინთ, გაეხსენებინათ 2008 წლის აგვისტო. ამ დროს ერთი შუახნის მამაკაცმა გამოიჩინა  ინიციტივა გამეცნო და მაშინვე მითხრა, რომ სანამ  ისტორიას მომიყვებოდა თუ შეეძლო სამსახურის პოვნაში  დავხმარებოდი, მაშინ მივხვდი, რომ  ამ ადამინებს მართლა ძალიან  სჭირდებათ  გვერდით  დგომა, ხშირი სტუმრობა  მთავრობიდან სხვა  სექტორებიდან ,მოსმენა გააზრება და ისეთი მოქმედება, რაც დევნილებს შესაძლებლობას მისცეს მეტად დასაქმებულები გახდნენ.

 

 

  • 45 წლის გივი ლომიტაშვილი მარტო ცხოვრობს,ოჯახი 1993 წელს  გივის მის თვალწინ დედა და ძმა წამებით  სახლის ბაღში მოუკლეს. მთელი ცხოვრება ომში გაატარა. 2008 წელის 11 აგვისტოს  ტყით  წამოვიდა  თამარაშენიდან. ახლა ცდილობს, რაიმე  სამსახური იპოვოს, მაგრამ  მცდელობა უშედეგოა, დევნილთა დახმარების  გარდა  სხვა შემოსავალი არ გააჩნია.

 

საბოლოოდ, წეროვანში ხალხი იმ იმედით  ცხვრობს, რომ  ერღ დღეს  ისევ შეძლებენ საკუთარ  კუთხეში გაღვიძებას…

 

 

სტატიაზე იმუშავა ანი ლორიამ

 

 

 

 

კომენტარები

ოკუპირებული ომის შემდეგ რეპორტაჟი საქართველო ტერიტორიები ცხოვრება წეროვანი 2017-09-28
Tags ოკუპირებული ომის შემდეგ რეპორტაჟი საქართველო ტერიტორიები ცხოვრება წეროვანი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ქაბულში აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა

შემდეგი სტატია

მშენებლობაზე დასაქმებული მამაკაცი დაიღუპა

მსგავსი სტატიები

„ღლაპების თქმა ადამიანის შინაგან კულტურაზე მეტყველებს“

„ღლაპების თქმა ადამიანის შინაგან კულტურაზე მეტყველებს“

21 ივლ 2018

კახეთში ღვინის ფესტივალი „თელავინო 2018″ გაიმართა

სოსო ელისაშვილი 05 ოქტ 2018
„ნიკა გვარამია რომ რიგით მოქალაქეებს აგინებს და სცემს, იმას ვერ ეკარებით და ლაშა ამირეჯიბი დაბალი ღობეა?“

„ნიკა გვარამია რომ რიგით მოქალაქეებს აგინებს და სცემს, იმას ვერ ეკარებით და ლაშა ამირეჯიბი დაბალი ღობეა?“

04 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის კორუფციის საქმეში პატიმრობა მიუსაჯეს

    საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის კორუფციის საქმეში პატიმრობა მიუსაჯეს

  • ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს

    ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს

  • შარლ მიშელი: დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე

    შარლ მიშელი: დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე

  • “შარლ მიშელს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება”

    “შარლ მიშელს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება”

  • ამ ხალხს შეთანხმება არ უნდა, ამ ხალხს უნდა ჩხუბი

    ამ ხალხს შეთანხმება არ უნდა, ამ ხალხს უნდა ჩხუბი

  • მართლმსაჯულების სისტემა მაქსიმალურად ჰუმანური იყო ნიკა მელიას მიმართ

    მართლმსაჯულების სისტემა მაქსიმალურად ჰუმანური იყო ნიკა მელიას მიმართ

  • შარლ მიშელთან შეხვედრაზე ჩვენი კონკრეტული შეთავაზება იყო, რომ პროცესი ფასილიტაციიდან უნდა გადავიდეს კონკრეტულ მედიაციამდე

    შარლ მიშელთან შეხვედრაზე ჩვენი კონკრეტული შეთავაზება იყო, რომ პროცესი ფასილიტაციიდან უნდა გადავიდეს კონკრეტულ მედიაციამდე

  • სუს-ის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნის და აღების ფაქტზე, სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

    სუს-ის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნის და აღების ფაქტზე, სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

  • მივიღეთ დაპირება, რომ ევროკავშირი განახორციელებს ზეწოლას, რომ კრიზისი დაიძლიოს

    მივიღეთ დაპირება, რომ ევროკავშირი განახორციელებს ზეწოლას, რომ კრიზისი დაიძლიოს

  • ფასილიტაციიდან მედიაციისკენ იხრებიან – ეს ნიშნავს, რომ მათ შორის, შეთანხმების ალტერნატიულ წინადადებებს თვითონაც წარმოადგენს ევროკავშირის მხარე

    ფასილიტაციიდან მედიაციისკენ იხრებიან – ეს ნიშნავს, რომ მათ შორის, შეთანხმების ალტერნატიულ წინადადებებს თვითონაც წარმოადგენს ევროკავშირის მხარე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge