NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კობახიძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის შეხვედრა შედგება
????????????????????????????????????

კობახიძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის შეხვედრა შედგება

28 სექ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 649 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის, შეხვედრასთან დაკავშირებით კომუნიკაცია შედგა.

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ პრეზიდენტისა და უმრავლესობის შეხვედრა ყველაზე სწორი ფორმატი იქნება.

„ყველაზე კარგი და სწორი ფორმატი იქნება პრეზიდენტისა და უმრავლესობის შეხვედრა. პრეზიდენტს უმრავლესობამ შესთავაზა ასეთი ფორმატით შეხვედრა და იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრა შედგება. როგორც ვიცი, არის კომუნიკაცია პრეზიდენტის წარმომადგენლებსა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის და იმედი მაქვს, რომ შეთანხმდებიან ისინი შეხვედრის დროსა და ადგილზე.

შეთავაზება გაკეთდა საჯაროდაც ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან და მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, იყო  კომუნიკაცია უმრავლესობის კონკრეტულ წარმომადგენლებსა და  პრეზიდენტის კონკრეტულ წარმომადგენლებს შორის. ეს კომუნიკაცია, სავარაუდოდ, გრძელდება . მე არ მაქვს უახლესი ინფორმაცია. მე პირადად იმედი მაქვს, რომ შედგება შეხვედრა პრეზიდენტსა და უმრავლესობას შორის”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა პრეზიდენტთან უმრავლესობის ლიდერმა უნდა წარმართოს.

„როცა საუბარია უმრავლესობის და პრეზიდენტის შეხვედრაზე, რა თქმა უნდა უმრავლესობა უნდა იყოს წარმოდგენილი უმრავლესობის ლიდერით. ჩვენ გვაქვს ფორმალიზებული სტრუქტურა, ფორმალიზებული პროცედურები. უმრავლესობას წარმოადგენს უმრავლესობის ლიდერი, შესაბამისად, მან უნდა წარმართოს უმრავლესობის შეხვედრა პრეზიდენტთან”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება ოპოზიციასთან საერთო შეხვედრას, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ეს შეხვედრა შედეგის მომტანი არ იქნება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციასთან დაკავშირებით, დისკუსია დასრულებულია.

„რაც შეეხება საერთო შეხვედრას, ეს შეხვედრა შედეგის მომტანი არ იქნება. ზოგადად, კონსტიტუციასთან დაკავშირებით დისკუსია არის დასრულებული. ეს ყველამ ვიცით. დისკუსია დასრულდა. პარლამენტმა მიიღო  ძალიან ხანგრძლივი დისკუსიის შედეგად, ხანგრძლივი განხილვების შედეგად ის დოკუმენტი, რომელიც არის ჩამოყალიბებული საბოლოო ჯამში ჯერ  სახელმწიფო-საკონსტიტუციო კომისიის მიერ და მერე საპარლამენტო ფორმატში. კონსტიტუციასთან დაკავშირებით დისკუსია არის დასრულებული”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები

ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე 2017-09-28
Tags ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში ბრალდებულებს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

შემდეგი სტატია

კობახიძე მზად არის პრეზიდენტთან შესახვედრად

მსგავსი სტატიები

„პატრიოტთა ალიანსის” ჩასვლა მოსკოვში პრორუსი ამომრჩევლის ხმებისთვის ბრძოლაა, სადაც ინაშვილს და „პატრიოტთა ალიანსს” ბევრი კონკურენტი ჰყავს, ამ ფრონტზე მას ხელისუფლებაც კი ეცილება ხმებს

„პატრიოტთა ალიანსის” ჩასვლა მოსკოვში პრორუსი ამომრჩევლის ხმებისთვის ბრძოლაა, სადაც ინაშვილს და „პატრიოტთა ალიანსს” ბევრი კონკურენტი ჰყავს, ამ ფრონტზე მას ხელისუფლებაც კი ეცილება ხმებს

ირაკლი შალიკაშვილი 07 აპრ 2022
„ეს არის ჩვეულებრივი ძალადობა ბავშვის მიმართ“ – ვიდეოში მცირეწლოვანს სიგარეტს აწევინებენ

„ეს არის ჩვეულებრივი ძალადობა ბავშვის მიმართ“ – ვიდეოში მცირეწლოვანს სიგარეტს აწევინებენ

04 იან 2018

პრემიერმა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავა წარადგინა

სოსო ელისაშვილი 19 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

    როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

  • 5 გამოგონება, რომელმაც სამყარო შეცვალა

    5 გამოგონება, რომელმაც სამყარო შეცვალა

  • დღე ისტორიაში – 31 იანვარი

    დღე ისტორიაში – 31 იანვარი

  • ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერს, კარლ ნეჰამერს ვახშამზე უმასპინძლა

    ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერს, კარლ ნეჰამერს ვახშამზე უმასპინძლა

  • სალომე ზურაბიშვილი: ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა

    სალომე ზურაბიშვილი: ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა

  • “ნახევარ თბილისს რომ დუდუ შეუყვარდა, იმ გოგომ აქეთ დაიწყო დევნა, არა, ზედმეტი არაფერი გაუკეთებია, ძალიან გულწრფელი ადამიანია…”

    “ნახევარ თბილისს რომ დუდუ შეუყვარდა, იმ გოგომ აქეთ დაიწყო დევნა, არა, ზედმეტი არაფერი გაუკეთებია, ძალიან გულწრფელი ადამიანია…”

  • ირაკლი კობახიძე: სააკაშვილმა დაადასტურა, რომ ჩვეულებრივი აგენტია – იმასაც კი არ ეკითხებიან, რა მიზნისთვის ჩაჰყავთ სხვა ქვეყანაში, მოათავსეს კონტეინერში და გამოუშვეს

    ირაკლი კობახიძე: სააკაშვილმა დაადასტურა, რომ ჩვეულებრივი აგენტია – იმასაც კი არ ეკითხებიან, რა მიზნისთვის ჩაჰყავთ სხვა ქვეყანაში, მოათავსეს კონტეინერში და გამოუშვეს

  • ხორვატიის პრეზიდენტი, ზორან მილანოვიჩი: ყირიმი აღარასოდეს იქნება უკრაინა. ასე ამბობენ წამყვანი გერმანელი გენერლები…

    ხორვატიის პრეზიდენტი, ზორან მილანოვიჩი: ყირიმი აღარასოდეს იქნება უკრაინა. ასე ამბობენ წამყვანი გერმანელი გენერლები…

  • ვოლოდიმირ ზელენსკი მიკოლაივში ჩავიდა

    ვოლოდიმირ ზელენსკი მიკოლაივში ჩავიდა

  • კობა ნაყოფია: ვტოვებ “ენმ”-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე როგორც, ვტოვებ პოლიტსაბჭოს

    კობა ნაყოფია: ვტოვებ “ენმ”-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე როგორც, ვტოვებ პოლიტსაბჭოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge