NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ჩამომსვლელებს აფრთხილებს

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ჩამომსვლელებს აფრთხილებს

28 სექ 2017 მნიშვნელოვანი, საზოგადოება 1460 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩო საქართველოში 6 ოქტომბერს, ბორის პაიჭაძის სტადიონზე საქართველო-უელსის მატჩზე დასწრების მსურველ საკუთარ მოქალაქეებს რეკომენდაციებს აძლევს და დეტალურად განუმარტავს, რა უნდა გაითვალისწინონ საქართველოში მოგზაურობისას პასპორტთან, ვიზებთან და ტრანსპორტირების საკითხთან დაკავშირებით.

საელჩო რეკომენდაციის სახით ქალებს მოუწოდებს, ღამის საათებში ქუჩაში ტაქსის გაჩერებისგან თავი შეიკავონ, ძარცვის ინციდენტების გამო. ალტერნატივის სახით, სტუმრებს შეუძლიათ, ისარგებლონ ტაქსის ტელეფონით გამოძახებით ან აპლიკაციით. საელჩო ასევე დეტალურ ინფორმაციას იძლევა ტაქსის ფასების შესახებ – თბილისის აეროპორტიდან ქალაქამდე მგზავრობის ღირებულება 10 ფუნტ სტერლინგს უნდა შეადგენდეს (~30 ლარი), ხოლო ქალაქის ფარგლებში მგზავრობა 5-10 ლარის ფარგლებში უნდა იყოს.

საელჩო ასევე აფრთხილებს შშმ პირებს, რომ ქალაქის ქუჩებში ეტლით გადაადგილებისთვის სათანადოდ არ არის მოწყობილი ინფრასტრუქტურა (ტროტუარები).

საელჩოს მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებში ასევე წერია იმ შეზღუდვების შესახებ, რომელიც სტადიონზე მატჩის დროს იმოქმედებს. სტადიონზე დაუშვებელია პიროტექნიკის, ფოიერვერკის, კვამლის ყუმბარების, ცეცხლსასროლი იარაღის, დანის, საყვირების, მეგაფონების, ალკოჰოლის, თუნუქის, მინის, პლასტმასის ბოთლებისა და კონტეინერების, ხურდების, სანთებლების შეტანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, უსაფრთხოების სამსახური მათ კონფისკაციას განახორციელებს. ასევე, დაუშვებელია ქოლგებისა და ჩაფხუტების შეტანა და ტერიტორიაზე არ არის ბარგის შესანახი სათავსოები მოწყობილი.

საელჩოს ცნობით, კრიმინალის დონე თბილისში დაბალია, თუმცა პერიოდულად ადგილი აქვს ძარცვას ხალხმრავალ ადგილებში, საღამოს საათებში. საელჩო მოუწოდებს მოქალაქეებს ქუჩაში გადაადგილებისას თან არ იქონიონ დიდი თანხა. ასევე, ვრცელდება გაფრთხილება ტაქსის მძღოლების მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ ინციდენტებთან დაკავშირებით. ისევე, როგორც ურჩევს გამოიჩინონ ყურადღება გზის გადაკვეთისას, რადგან შუქნიშანზე წითელი ფერი და ზებრა გადასასვლელი არ ნიშნავს, რომ მძღოლი მოძრაობას შეაჩერებს. ავარიები საკმაოდ ხშირად მოვლენაა, რაც ძირითადად მოძრაობის წესების დარღვევით არის განპირობებული. ქალაქში არ არის საზოგადოებრივი ტუალეტები.

კომენტარები

დიდი ბრიტანეთი მატჩი საელჩო საქართველო-უელსი შშმ პირები 2017-09-28
Tags დიდი ბრიტანეთი მატჩი საელჩო საქართველო-უელსი შშმ პირები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ სახელმწიფო სსიპ-ებში მართვის პრაქტიკის შესახებ კვლევა წარმოადგინა

შემდეგი სტატია

ამერიკელთა დიდი ნაწილი ტრამპს თანამდებობისთვის შეუფერებლად მიიჩნევს

მსგავსი სტატიები

არ მაქვს ინფორმაცია რას აპირებს გახარია, მოუსმინეთ რას იტყვის, შემდეგ ვიტყვით ჩვენს შეფასებას

არ მაქვს ინფორმაცია რას აპირებს გახარია, მოუსმინეთ რას იტყვის, შემდეგ ვიტყვით ჩვენს შეფასებას

ირაკლი შალიკაშვილი 29 მარ 2021
გიული ალასანია: მინდა თაკოს დიდი მადლობა ვუთხრა

გიული ალასანია: მინდა თაკოს დიდი მადლობა ვუთხრა

ნინო ჩხეიძე 20 აპრ 2022
„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება შეფასდეს როგორც ერის ღალატი“

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება შეფასდეს როგორც ერის ღალატი“

31 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

    მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

  • ასე იცავს ნანგრევებში მოყოლილი 10 წლის სირიელი გოგონა საკუთარ ძმას

    ასე იცავს ნანგრევებში მოყოლილი 10 წლის სირიელი გოგონა საკუთარ ძმას

  • ხატია დეკანოიძე: არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას

    ხატია დეკანოიძე: არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას

  • სალომე სამადაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმებულად მოქმედებს და ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს

    სალომე სამადაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმებულად მოქმედებს და ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს

  • გია ხუხაშვილი: თუ სააკაშვილი იქნება გაშვებული, ჩამოშორებული, მოშორებული ქართული პოლიტიკიდან, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს

    გია ხუხაშვილი: თუ სააკაშვილი იქნება გაშვებული, ჩამოშორებული, მოშორებული ქართული პოლიტიკიდან, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს

  • ალექსი დანილოვი: რუსეთი უკვე იხვეწება მოლაპარაკებებს

    ალექსი დანილოვი: რუსეთი უკვე იხვეწება მოლაპარაკებებს

  • ირაკლი კობახიძე: დაჟინებით მოვუწოდებთ სააკაშვილის ოჯახის წევრებს, რომ მიაწოდონ სათანადო კალორაჟის საკვები – ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ

    ირაკლი კობახიძე: დაჟინებით მოვუწოდებთ სააკაშვილის ოჯახის წევრებს, რომ მიაწოდონ სათანადო კალორაჟის საკვები – ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ

  • ლევან ბეჟაშვილი: დადგა დრო გაბრაზების, პროტესტის, ბრძოლის

    ლევან ბეჟაშვილი: დადგა დრო გაბრაზების, პროტესტის, ბრძოლის

  • საქართველოს ბანკის Data Challenge-ის გამარჯვებული უკვე ცნობილია

    საქართველოს ბანკის Data Challenge-ის გამარჯვებული უკვე ცნობილია

  • „საბა“ 2023 – მესამე ათწლეული ქართული ლიტერატურისთვის

    „საბა“ 2023 – მესამე ათწლეული ქართული ლიტერატურისთვის

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge