მომენტი, როცა ფილმზე მნიშვნელოვანი კინოჩვენების ადგილია, რომლებზეც შეიძლება აქამდე მხოლოდ გიოცნებიათ. ლოკაციები გამორჩეულია მრავალფეროვნებით და მეტწილად ყველა გემოვნების მაყურებელს მოერგება.
-
მცურავი კინოთეატრი ტაილანდში
კინოთეატრი “Archipelago” 2012 წელს, მალკაკის სრუტის შუაგულში აშენდა, ფონდ “Film on the Rocks Yao Noi” და ცნობილი არქიტექტორი ოლე შერენის მიერ.
-
გადამზიდი კონტეინერებით მოწყობილი კინოთეატრები
რუსულმა კომპანიამ “Teterin Film-მა” პატარა ქალაქებში კინოთეატრები ჩამოაყალიბა. გადამზიდი კონტეინერებით მოწყობილი პირველი კინოთეატრი დაარსდა ლიუდინოვოში, მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კალუგას რეგიონში. კომპანიის მიზანია რუსეთის პატარა ქალაქებში, სადაც მოსახლეობა 100,000-ზე ნაკლებია, უზრუნველყონ კინოჩვენების ხელმისაწვდომობა. თავის მხრივ, რუსელი კინემატოგრაფიის მხარდაჭერა. რუსეთის მოსახლეობის ერთი მესამედისთვის კინოთეატრები არ არის ხელმისაწვდომი, საუბარია 668 ქალაქსა და 50 მილიონ მოსახლეზე.
-
50-იანების სტილში მოწყობილი კინოთეატრი
რესტორანი-კინოთეატრი შექმნილია “Disney Imagineers- ის” მიერ “Walt Disney World-ში”. სტუმრებს 50-იანი და 60-იანი წლების კლასიკოსების ნამუშევრების ყურების საშუალება აქვთ.
-
“light house cinema”არტჰაუს თეატრი და არქიტექტურული შედევრი დუბლინში
ფერადი და მინიმალისტური კინოთეატრი დაპროექტებულია დუბლინის DTA ჯილდოს მქონე არქიტექტორების მიერ. “light house cinema” 1988 წლიდან არსებობს, თუმცა 2012 წელს მოხდა მისი სრულად განახლება.
-
ფილმის ყურება ჯაკუზიდან
“Hot Hub Cinema” ლონდონში მოსანახულებელ ადგილთა სიაში მოწინავე ადგილს იკავებს. კინოთეატრის სტუმრებს შეუძლიათ სასურველ ფილმს ცხელი აბაზანიდან. თითოეულ ჯაკუზში 6 ადამიანი შეიძლება მოთავსდეს.
-
უდაბნოში მიტოვებული კინოთეატრი
ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე ან მარტივად სინაიზე, შუა უდაბნოში აღმოაჩენთ მიტოვებულ კინოთეატრს, რომელიც მაყურებლისა და კინოჩვენების მუდმივ მოლოდინშია. როგორც ამბობენ ეს არ არის ეგვიპტელების აშენებული, არამედ ერთი “შეშლილი”ფრანგის მიერ, რომელიც ნარკოტიკების რეგულარული მომხმარებელი იყო. ღია ცის ქვეშ კინოთეატრის მოწყობის იდეა დინ იდალს გაუჩნდა. მან მოახერხა ინვესტორების დათანხმება და კინოთეატრის აშენება 2000 წელს. თუმცა, გახსნის დღეს გენერატორი გაურკვეველ ვითარებაში გაქრა და მას შემდეგ კინოთეატრი უფუნქციოდ დარჩა. როგორც აღმოჩნდა, ევროპელების კინემატოგრაფიულმა იდეამ ეგვიპტეში ვერ ჰპოვა ვერც მოწონება და ვერც განვითარება.
კომენტარები