საქართველო-დღესტნის საზღვარზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მესაზღვრეები ამ დრომდე დამწვრობის ცენტრში რჩებიან. დამწვრობის ცენტრის დირექტორის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ერთი დაზარალებული ქირურგიულ, ორი კი რეანიმაციულ განყოფილებაში გადიან მკურნალობას.
„ჩვენთან წევს სამი პაციენტი, ერთი მთგანი არის ქირურგიულ განყოფილებაში, რომელსაც შედარებით მცირე ფართობი აქვს დამწვარი – თავი და მარჯვენა მტევანი, ორი მათგანი იმყოფება დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში, ორივე მათგანის მდგომარეობა ამ წუთისთვის, არის სტაბილური, თუმცა დიაგნოზი ძალიან სერიოზულია“,-განაცხადა ქაშიბაძემ.
შეგახსენებთ, საქართველო-დაღესტნის საზღვარზე აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად ერთი მესაზღვრე გარდაიცვალა, რამდენიმე დაშავდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
კომენტარები