ურეკში, ძლიერი წვიმის გამო, რამდენიმე კერძო სახლი დაიტბორა.
ოზურგეთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ყაზაიშვილის ინფორმაციით, დატბორილია ორი სახლი.
„ჩვენი ინფორმაციით, ორი ოჯახია დატბორილი. მობილიზებულია ყველა სამსახური. ურეკს ელექტროენერგია სრულად მიეწოდება. განსაკუთრებული პრობლემები არ შექმნილა“- განაცხადა არჩილ ყაზაიშვილმა.
ურეკში ძლიერი წვიმა, დაახლოებით, ორი საათის წინ დაიწყო.
კომენტარები