სოხუმის დაცემიდან 24 წლისთავთან დაკავშირებით, გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალთან იკრიბებიან. ცოტა ხნის წინ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო საქართველოში აშშ-ს ელჩმა. იან კელის განცხადებით, საქართველოს მთავრობას აქვს სწორი მიდგომა კონფლიქტის მოგვარების საკითხში.
„მნიშვნელოვანია ვიყოთ ფოკუსირებული და ყურადღება მივაქციოთ მომავალს. სწორედ ჩვენი პროგრამების უდიდესი ნაწილი ამ საკითხებს ეძღვნება. აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რომ გავიხსენოთ წარსული, ის ღვაწლი და მსხვერპლი, რაც გაიღეს ქართველებმა.
რაც შეეხება კონფლიქტის მოგვარების გზებს, საქართველოს მთავრობას აქვს სწორი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით. ისინი ცდილობენ მიაწვდინონ აფხაზეთს ხმა, აუცილებელია მოხდეს მათი ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში და ჩვენ ამ მიდგომას მხარს ვუჭერთ, აუცილებელია აფხაზებთან კონტაქტების გაღრმავება, ვაჭრობის განვითარება და განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის ღიაობა მათთვის“,-განაცხადა კელიმ.
კომენტარები