საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, კრისტიან ვიგენინი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები იგეგმება საქართველოს პარლამენტის წევრებთან, არასამთავრობო და ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებთან,ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან:
“საინტერესო წინსვლას ვხედავთ საქართველოში, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო პოლიტიკურ დებატებთანაა დაკავშირებული. ვიზიტის ფარგლებში, ფოკუსი გვექნება ასევე დევინლთა საკითხებსა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაზე. ადგილზე შევხვდებით ადამიანებს, რათა დამატებითი რეკომენდაციები შევიმუშავოთ. ჩვენი საქმის საბოლოო მიზანი, რა თქმა უნდა, ადამიანები და მათი კეთილდღეობაა.ჩემი ბოლო ვიზიტისას რთული ჰუმანიტარული მდგომარეობა ვნახე. მაგალითად საქართველოში არიან ადამიანები,რომლებიც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში საკუთარ ნათესავებს დაშორდნენ. ეს ის საკითხებია, რისი ნახვაც ჩემი თვალით მინდა. შეხვედრები მექნება არასამთავრობო და ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებთან, პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, მინისტრებსა და პარლამენტარებთან. ასე რომ, ვფიქრობ, საკმაოდ დატვირტთული ვიზიტი გამოდის”, – განაცხადა ვიგენინმა.
კომენტარები