NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ბრალდებულების მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ბრალდებულების მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

27 სექ 2017 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, სამართალი 636 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პროკურატურა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული პირების – თ.ხ-ს, ს.მ.-ს და ბ.მ.-ს მიმართ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე აწარმოებს გამოძიებას, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით. ინფორმაციას ამის შესახებ მთავარი პროკურატურა ავრცელებს:

„ბ.მ. – ს,  თ.ხ. – ს, ს.მ. – ს და გ.ს. – ს წარდგენილი აქვთ ბრალდება ჯგუფურად, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ქ.თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე შპს ,,ალფა”-ს საწყობზე ყაჩაღური თავდასხმისა და პერსონალის მიმართ იარაღისა და ძალაყინების გამოყენებით განხორციელებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის, ასევე ამგვარი ძალადობის გამოყენების მუქარისათვის.

2017 წლის 23 სექტემბერს თ.ხ. – ს,  ს. მ. – ს და ბ. მ. – ს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და 2017 წლის 24 სექტემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით სამივე ბრალდებულს შეეფარდა პატიმრობა.

ბრალდებულებმა სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე განმარტეს, რომ მათ პოლიციის თანამშრომლებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ბრალდებულებმა ასევე  განაცხადეს, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში აშიმშილეს.

აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ, პროკურორის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ბრალდებული  პირების მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე.

ამავე საქმეზე,  საქართველოს მთავარ პროკურატურას 2017 წლის 27 სექტემბერს მომართა საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა და ითხოვა ბრალდებული პირების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტის გამოძიება.

ამ დროისთვის საქართველოს პროკურატურა აქტიურად ატარებს შესაბამის საგამოძიებო  და საპროცესო მოქმედებებს, ხოლო მიღებული შედეგებისა და გადაწყვეტილებების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“,-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

გამოძიება პროკურატურა შესაძლო ძალადობის ფაქტი ძალადობა 2017-09-27
Tags გამოძიება პროკურატურა შესაძლო ძალადობის ფაქტი ძალადობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ცესკომ და ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი

შემდეგი სტატია

საქართველოს პროკურატურამ ირაკლი ფირცხალავა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

მსგავსი სტატიები

„დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ აქ მოხდა მკვლელობა“ – ხეობის უხუცესები მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ

„დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ აქ მოხდა მკვლელობა“ – ხეობის უხუცესები მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ

26 იან 2018
ტყიბულის შახტში უბედური შემთხვევა მოხდა, დაუზუსტებელი ინფორმაციით, არიან დაღუპულები

ტყიბულის შახტში უბედური შემთხვევა მოხდა, დაუზუსტებელი ინფორმაციით, არიან დაღუპულები

05 აპრ 2018

პროკურატურამ 14 პირის  მიმართ ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე საქმე გახსნა

13 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • მედია: ევროკომისია შეთავაზებით გამოდის, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა დანაშაულად გამოცხადდეს

    მედია: ევროკომისია შეთავაზებით გამოდის, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა დანაშაულად გამოცხადდეს

  • ისტორიკოსი იულონ გაგოშიძე ეროვნული მუზეუმის შენობაში არ შეუშვეს

    ისტორიკოსი იულონ გაგოშიძე ეროვნული მუზეუმის შენობაში არ შეუშვეს

  • ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს ჯერ ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ

    ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს ჯერ ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ

  • უსუფაშვილმა ივანიშვილს პარლამენტიდან მიმართა: არ ვიცი როდის მოხვალთ იმ აზრზე, რომ …

    უსუფაშვილმა ივანიშვილს პარლამენტიდან მიმართა: არ ვიცი როდის მოხვალთ იმ აზრზე, რომ …

  • ირაკლი კობახიძე: მესამე საათია პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის

    ირაკლი კობახიძე: მესამე საათია პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის

  • ნიკოლოზ წულუკიძე 26 მაისს ეთერს დაუბრუნდება

    ნიკოლოზ წულუკიძე 26 მაისს ეთერს დაუბრუნდება

  • სალომე სამადაშვილი: 750 დეპუტატია ევროპარლამენტში, აქედან 10 არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნით და ყველა მათგანი მტრად გამოაცხადეთ

    სალომე სამადაშვილი: 750 დეპუტატია ევროპარლამენტში, აქედან 10 არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნით და ყველა მათგანი მტრად გამოაცხადეთ

  • ვაშაძე: დღეს ნახავთ, როგორ დაიჭერს ირაკლი კობახიძე ბნელ ოთახში კატას, მიუხედავად იმისა, რომ კატა იქ არ არის

    ვაშაძე: დღეს ნახავთ, როგორ დაიჭერს ირაკლი კობახიძე ბნელ ოთახში კატას, მიუხედავად იმისა, რომ კატა იქ არ არის

  • გიორგი გახარია: კობახიძე კი არა, მამაზეციერიც ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას საქართველომ ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან რომ გაუშვას

    გიორგი გახარია: კობახიძე კი არა, მამაზეციერიც ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას საქართველომ ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან რომ გაუშვას

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: საკითხავია, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან გაიმართება მოლაპარაკებები

    ვოლოდიმირ ზელენსკი: საკითხავია, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან გაიმართება მოლაპარაკებები

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge