მუზეუმებისა და ისტორიული ბიბლიოთეკების მონახულებისას ყოველთვის გამომწვევად გამოიყურება უზარმაზარი ბიბლიოთეკები, რომლებიც მუდამ წარმოადგენდა თავმომწონე დიდებულების სიამაყის საგანს. დღეს კი ულამაზესი ყდებით დახუნძლული კოლექციები, თითქმის ყოველთვის, მიუწვდომელი და მხოლოდ შორიდან დათვარიერებისთვის არის განკუთვნილი.
ტექნოლოგიებთან ინტეგრაციით, ოქსფორდის ბოდლეიანის ბიბლიოთეკამ უნიკალური მასალა ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი გახადა.
მილიონი ილუსტრაცია! მილიონიანი კოლექცია ბრიტანული ბიბლიოთეკის ონლაინ ფოტოალბომშია წარმოდგენილი და ხელმისაწვდომია ყველასთვის.
ფოტოები წარმოადგენს მე-17, მე-18 და მე-19 საუკუნეების უნიკალურ მასალას. კოლექცია მოიცავს : რუკებს, გეოლოგიურ დიაგრამებს, უნიკალურ და ლამაზ ილუსტრაციებს, კომიკურ სატირას, ფერად ილუსტრაციებს, ცედებს, ფერწერულ ნამუშევრებსა და ჩანახატებს.
დასურათებული წიგნების თვალიერება ჯერ არ ყოფილა ასეთი საინტერესო!
კომენტარები