ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუსა და მის მეგობარ გოგონას ჯორჯინა როდრიგესს რამდენიმე თვეში გოგონა გაუჩნდებათ.
22 წლის ჯორჯინა როდრიგესის ორსულობის შესახებ ინფორმაცია მედიაში ჯერ კიდევ ივნისის ბოლოს გავრცელდა. გუშინ კი როდრიგესმა ინსტაგრამზე ვიდეო განათავსა, რომელშიც ქორეოგრაფს ესაუბრებოდა, საუბრისას ბავშვის სქესი შემთხვევით გამჟღავნდა.
როდრიგესმა რამდენიმე წუთში ვიდეო წაშალა.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს სამი შვილი სუროგატი დედებისგან ჰყავს.
კომენტარები