24 წლის თავზე ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ შედეგები, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში დადგა – განგრძობითი ოკუპაცია, გადაუჭრელი კონფლიქტი, არცერთი ჩვენი საზოგადოების ინტერესს არ ემსახურება, ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი სოხუმის დაცემიდან 24 წლისთავს.
„იმისათვის, რომ ჩვენ მომავალში გვქონდეს მდგრადი მშვიდობა, განვითარებული მომავლის პერსპექტივა და ჩვენ შვილებს ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ მავთულხლართების იზოლაციის ნაცვლად გადაადგილდებოდნენ თავისუფლად, ჰქონდეთ წვდომა უკეთეს განათლებაზე, ჯანდაცვაზე, ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, აუცილებელია ჩვენი საზოგადოებების შერიგება“,-განაცხადა ციხელაშვილმა.
კომენტარები