პირველი ვიცეპრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში უნგრეთის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობასა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.
დიმიტრი ქუმსიშვილმა უნგრეთის ელჩს საქართველოში მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
პირველმა ვიცეპრემიერმა სტუმარს გააცნო ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და ისაუბრა საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით მიმდინარე და დაგეგმილ ეკონომიკურ რეფორმებზე, რომელთა მიზანიც ქვეყნის ეკონომიკის ზრდის დაჩქარებაა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გააქტიურება ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელების კუთხით. უნგრეთის ელჩმა გამოთქვა მზადყოფნა, აქტიური წვლილი შეიტანოს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში.
კომენტარები