ვა მსოფლიო თასის გათამაშება, რომელსაც თბილისი მასპინძლობდა, ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. სომეხმა დიდოსტატმა ფინალში ყაიმით დასრულებული ოთხი პარტიის შემდეგ, ტაი-ბრეიქის პირველივე (25-წუთიან ) მატჩში ლევონ არონიანმა დაამარცხა დინ ლიჟენი ანგარიშით 2:0.
არონიანმა გამარჯვებისთვის 120 ათასი დოლარი მიიღო, მისმა მეტოქემ კი 80 ათასი დოლარი.
მსოფლიო თასის გათამაშებას საქართველოს დედაქალაქი 2 სექტემბრიდან მასპინძლობდა. შეხვედრები სასტუმრო “ჰულინგში” ტარდებოდა, ფანალური დაპირისპირება კი სასტუმრო “ბილტმორში” გაიმართა.
ტურნი, Chack in Georgia Sport-ის ფარგლებში ჩატარდა და 48 ქვეყნის 128 მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა მაგნუს კარლსენმა . ასევე ტურნირზე მონაწილეობას ირებდა ოთხი ქართველი დიდოსტატი :ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, ლევან ფანცულაია და ნანა ძაგნიძე. მათგან საუკეთესო შედეგი ბაადურ ჯობავამ აჩვენა, რომელმაც მერვედფინალში იასპარეზა.
კომენტარები