NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა

27 სექ 2017 ახალი ამბები, ბიზნესი 1011 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

აზიის  განვითარების ბანკმა (ADB)  საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,8 % დან 4,2 %-მდე  გაზარდა. 2018 წელს აზიის განვითარების ბანკი საქართველოში 4,5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

აზიის განვითარების ბანკის ანგარიშის მიხედვით, საქართველო  რეგიონის ისეთ ქვეყნებს,  უსწრებს როგორიცაა: სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ა. შ.

ADB-ის  მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდის ძირითად მიზეზებად დასახელებულია საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების გაზრდილი დაფინანსება, ასევე ტურისტული ნაკადების მატება, გაზრდილი ფულადი გზავნილები და ექსპორტის გაუმჯობესებული მაჩვენებლები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადებით,  ანგარიშის მიხედვით საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები დადებითადაა შეფასებული.

„საქართველო რეგიონის ქვეყნებთან  შედარებით უკეთესად გაუმკლავდა საგარეო შოკს, რომელიც წინა წლებში იყო და ეს არის სწორი პოლიტიკის და მცურავი გაცვლითი კურსის დამსახურება. დოკუმენტში,  ასევე საუბარია საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, რომლებიც მიმართულია სატრანსპორტო და ლოგისტიკური კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისკენ,  რაც საბოლოო ჯამში მოგვიტანს ექსპორტის ზრდას და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას“,-აცხადებს ნინო ჯავახაძე.

რაც შეეხება საქართველოს მეზობლებს, განახლებული პროგნოზით, აზერბაიჯანში 1.3%-იანი ვარდნაა ნავარაუდევი, სომხეთში კი პირიქით, 3.8%-იანი ზრდა.

კომენტარები

ADB აზიის განვითარების ბანკი ეკონომიკა ეკონომიკური ზრდა საქართველო 2017-09-27
Tags ADB აზიის განვითარების ბანკი ეკონომიკა ეკონომიკური ზრდა საქართველო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შსს-ს მაშველებმა ტურისტები თეთნულდიდან ჩამოიყვანეს

შემდეგი სტატია

რუსეთმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „ტოპოლის“ საცდელი გაშვება განახორციელა

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე უზბეკ ხალხს სამძიმარს უცხადებს

18 იან 2018

ბასილაშვილი ჩინეთის ღია ტურნირს კირგიოსთან მატჩით იწყებს

01 ოქტ 2017
რე|ბანკი მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვას განაგრძობს

რე|ბანკი მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვას განაგრძობს

თამუნა 26 დეკ 2020

უახლესი ამბები

  • მედია: აშშ უკრაინას 300 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

    მედია: აშშ უკრაინას 300 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

  • სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ვაშლოვანის ნაკრძალში ტურისტების მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა

    სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ვაშლოვანის ნაკრძალში ტურისტების მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა

  • თეთრი მარმარილოს შედევრი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

    თეთრი მარმარილოს შედევრი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

  • დღე ისტორიაში – 31 მაისი

    დღე ისტორიაში – 31 მაისი

  • მედია: ჯიპი ისეთი სისწრაფით მოდიოდა, რომ მაღალი ბორდიური გაანგრია და სახლის ეზოში შევარდა, 2 კაცი მძიმე მდგომარეობაშია

    მედია: ჯიპი ისეთი სისწრაფით მოდიოდა, რომ მაღალი ბორდიური გაანგრია და სახლის ეზოში შევარდა, 2 კაცი მძიმე მდგომარეობაშია

  • გიგა ბოკერია: ეს არის სწორედ ღალატის მაგალითი

    გიგა ბოკერია: ეს არის სწორედ ღალატის მაგალითი

  • ვალუტის კურსი – ლარი გაუფასურდა

    ვალუტის კურსი – ლარი გაუფასურდა

  • ანა ნაცვლიშვილი: რიტორიკულ კითხვას ვსვამ: პუტინმა რომ ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, საქართველოში მოფრინავს „აზიმუტით“, რას აპირებს ხელისუფლება?

    ანა ნაცვლიშვილი: რიტორიკულ კითხვას ვსვამ: პუტინმა რომ ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, საქართველოში მოფრინავს „აზიმუტით“, რას აპირებს ხელისუფლება?

  • კობახიძე: თუ პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებას დათანხმდება, გამოდის, რომ რასაც გვარამია ზურაბიშვილს ეძახდა, სწორი ყოფილა

    კობახიძე: თუ პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებას დათანხმდება, გამოდის, რომ რასაც გვარამია ზურაბიშვილს ეძახდა, სწორი ყოფილა

  • შოიგუ: კიევი ნატოს იარაღს რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმებისთვის იყენებს

    შოიგუ: კიევი ნატოს იარაღს რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმებისთვის იყენებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge