№82 შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სოფ. სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებლის მარინა დარჩიძის მიმართ 26 სექტემბერს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა.
მარინა დარჩიძემ სკოლაში მოსწავლეებთან ერთად გადაიღო ფოტოსურათი, რა დროსაც საკლასო მერხებზე განთავსებული იყო პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული დროშები. აღნიშნული ფოტო მარინა დარჩიძემ ფეისბუქზე განათავსა.
აღნიშნულთან დაკავშირებით შუახევის საოლქო კომისიას განცხადებით ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ მიმართა, რის შემდეგაც შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიამ მოკვლევა განახორციელა.
მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.
კომენტარები