„ევროპული საქართველოს“ წევრის ლელა ქებურიას განცხადებით, უმრავლესობა კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით არანაირი კონსენსუსი მიღებას არ ცდილობდა. უმრავლესობამ მოახერხა მიეღო უთანხმოების დოკუმენტი, დეპუტატის თქმით, ეს კონსტიტუცია არანაირი ეროვნული თანხმობის დოკუმენტი არ არის.
„არანაირი თანხმობის დოკუმენტის მიღება არ სურთ, მთელი ეს პროცედურა იყო ფარსი, მთელი ეს განხილვები იყო დადგმული სპექტაკლი და არანაირი კონსენსუსის მიღწევას უმრავლესობა არ ცდილობდა. ის, რომ მთელი საზოგადოება, დაწყებული საოქალაქო საზოგადოებით, პრეზიდენტი, არასაპარლამენტო ოპოზიოცია, საპარლამენტო ოპოზიცია დგას ერთ მხარეს და მხოლოდ უმრავლესობა მეორე მხარეს, მეტყველებს იმაზე, რომ ეს კონსტიტუცია არანაირი ეროვნული თანხმობის დოკუმენტი არ არის, უმრავლესობამ მოახერხა მიეღო უთანხმოების დოკუმენტი“,-განაცხადა ქებურიამ.
შეგახსენებთ, პარლამენტში რიგგარეშე სხდომა დღეს 14:00 საათზე გაიმართება, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით უყრიან კენჭს. რიგგარეშე სხდომის დანიშვნაზე პრეზიდენტმა უარი განაცხადა, თუმცა რეგლამენტის თანახმად სხდომის გამართვის უფლება პარლამენტს მაინც აქვს.
კომენტარები