„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან ტრიბუნასთან ავიდა. მანამდე მას პარლამენტის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა სიტყვა არ მისცა.
„ქალბატონო ადა, ელემენტარული წესები არსებობს პარლამენტში, ეს უკვე სერიოზულიც აღარ არის, სირცხვილია უკვე ეს საქართველოს პარლამენტში“, – ასე მიმართა პარლამენტის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ადა მარშანიას, რის შემდეგაც ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.
პარლამენტში კონსტიტუციურ პროექტზე მესამე მოსმენის რეჟიმში მსჯელობენ.
კომენტარები