საქართველო-დაღესტნის საზღვარზე მომხდარი აფეთქების შედგად დაშავებულები თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიემა.
„მათი მდგომარეობა არის მძიმე, ორივე იმყოფება დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში, დამწვრობის შოკის მდგომარეობაში, სასუნთქი გზების დაზიანებით. ერთთან არის 27% დამწვრობა, მეორესთან გვაქვს 45% დამწვრობა, ტრავმა მიღებული აქვთ ალით“,-განაცხადა ქაშიბაძემ.
შეგახსენებთ, საქართველო-დაღესტნის საზღვარზე გუშინ აფეთქება მოხდა. როგორც news.ge-ს სასაზღვრო პოლიციაში განუცხადეს, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა, აფეთქების შედეგად ერთი მესაზღვრე გარდაიცვალა, რამდენიმე დაშავდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
კომენტარები