რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ბრალდებებს, რომ რუსულმა სამხედრო ავიაციამ სირიის იდლიბის პროვინციაში ისლამისტებთან ერთად მშვიდობიანი მოსახლეობაც დაბომბა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, ბრიტანეთში დაფუძნებულმა სირიის ადამიანის უფლებების მონიტორინგის ჯგუფმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსული დაბომბვების შედეგად ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი.
გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ რუსეთი გააკრიტიკა. მისი თქმით, ბოლო დაბომბვებმა მშვიდობიანი მოსახლეობა და ზომიერი მეამბოხეები შეიწირა. მისივე თქმით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი რუს კოლეგასთან შეხვედრისას ისაუბრებდა.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, მათ მხოლოდ ტერორისტების გამაგრებული პოზიციები დაბომბეს.
კომენტარები