NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პრემია „საბას” დაჯილდოება 30 სექტემბერს გაიმართება

პრემია „საბას” დაჯილდოება 30 სექტემბერს გაიმართება

26 სექ 2017 ახალი ამბები, ბიზნესი 804 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ლიტერატურული პრემია “საბას” რიგით მე-15 საზეიმო დაჯილდოება 30 სექტემბერს, შაბათს, საღამოს 20:00 საათზე გაიმართება. ცერემონიას თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა” უმასპინძლებს. „საბას” დაჯილდოებისთვის თვალის მიდევნება ტელემაყურებელს  პირველი არხის პირდაპირ ეთერში შეეძლება.

ცერემონიაზე „საბას” ჟიური წლევანდელი ლაურეატების ვინაობას დაასახელებს. 30 სექტემბერს გაირკვევა, ვინ გახდება „საბა” წლევანდელი ლაურეატი, კონკურსის 11 ნომინაციაში.

როგორც ცნობილია, წელს ლიტერატურულ კონკურსში „საბა” 300 კონკურსანტი მონაწილეობდა, საიდანაც, სამი თვის წინ, „საბას” ჟიურიმ 47 ფინალისტი დაასახელა. დაჯილდოების ცერემონიაზე სწორედ ამ ფინალისტებიდან გამოვლინდება წლევანდელი გამარჯვებულები, რომლებიც პრემიის დამფუძნებელი თიბისი ბანკისგან „საბას” პრიზსა და სოლიდურ ფულად პრემიებს მიიღებენ.

„საბას” 11 ნომინაციიდან თითოეულს ერთი გამარჯვებული ეყოლება, გარდა ნომინაციისა „საუკეთესო დებიუტი”, სადაც, უკვე მეორე წელია, მკითხველებიც ჩართულნი არიან გამარჯვებულის არჩევაში. მკითხველების მიერ თავისი ფავორიტისათვის ხმის მიცემა დაჯილდოებამდე გაგრძელდება. ცერემონიაზე გაირკვევა მკითხველთა რჩეული დებიუტანტის ვინაობაც.

წლევანდელი „საბას” მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ  ნომინაციაში „საუკეთესო ელექტრონული წიგნი” გამარჯვებულ წიგნს გამომცემლობა „პალიტრაL” ბეჭდურად გამოსცემს. ცნობილია, რომ ამ ნომინაციაზე განიხილება ელექტრონული წიგნები, რომლებიც ბეჭდური სახით არაა გამოცემული. „პალიტრაL”-ის მიერ დაწესებული ეს დამატებითი პრიზი – ბეჭდური წიგნის გამოცემა საკუთარი სახსრებით – მნიშვნელოვანი ხელშეწყობა და სტიმული იქნება ამ ნომინაციის გამარჯვებულისთვის.

პირველ არხთან ერთად, პრემია „საბას” მედიაპარტნიორები არიან რადიოჰოლდინგი „ფორტუნა”, ტელეკომპანია „არტარეა” და პალიტრა მედია.

[R]

კომენტარები

„საბას“ დაჯილოდოება თბილისის ისტორიის მუზეუმი თიბისი ბანკი პრემია 2017-09-26
Tags „საბას“ დაჯილოდოება თბილისის ისტორიის მუზეუმი თიბისი ბანკი პრემია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ენების ევროპული დღესთან დაკავშირებით „ქართული ხელნაწერები“ გამოიფინება

შემდეგი სტატია

ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

მსგავსი სტატიები

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფს ცვლის

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფს ცვლის

03 იან 2019
„აზოტის“ საწარმოდან შვიდი ტონა გვარჯილა მოიპარეს

„აზოტის“ საწარმოდან შვიდი ტონა გვარჯილა მოიპარეს

21 თებ 2018
ოჯახური ძალადობის ფაქტზე დაზარალებულის ყოფილი მეუღლე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა

ოჯახური ძალადობის ფაქტზე დაზარალებულის ყოფილი მეუღლე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა

სოსო ელისაშვილი 21 მარ 2018

უახლესი ამბები

  • კისინჯერი: უკრაინა უნდა დაეთანხმოს ტერიტორიის ნაწილის დათმობას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად და დაუყოვნებლივ დაასრულოს სამთვიანი ომი

    კისინჯერი: უკრაინა უნდა დაეთანხმოს ტერიტორიის ნაწილის დათმობას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად და დაუყოვნებლივ დაასრულოს სამთვიანი ომი

  • ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

    ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

  • სროლა ტეხასის  სკოლაში – დაღუპულია 14 ბავშვი და ერთი მასწავლებელი

    სროლა ტეხასის სკოლაში – დაღუპულია 14 ბავშვი და ერთი მასწავლებელი

  • მღვდელმსახურმა საკუთარი დაბადების დღის სუფრა ტაძარში გაშალა (ვიდეო)

    მღვდელმსახურმა საკუთარი დაბადების დღის სუფრა ტაძარში გაშალა (ვიდეო)

  • სერგეი შოიგუ: რუსეთი ანელებს “ოპერაციის” ტემპს მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით

    სერგეი შოიგუ: რუსეთი ანელებს “ოპერაციის” ტემპს მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით

  • ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

    ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

  • ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

    ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

  • თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

    თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

  • “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

    “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

  • ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

    ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge