პარლამენტმა მესამე მოსმენით, საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა. კონსტიტუციის პროექტი 117-ხმით, 2-წინააღდეგი მიიღეს.
კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შედის ძალაში. ქვეყანა კლასიკურ საპარლამენტო მოდელზე გადადის. საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში კონსტიტუციის ყველა მუხლი გადაიხედა.
დოკუმენტის თანახმად, პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამოქმედდება, მომავალი 2020 წლის არჩევნები კი, კვლავ არსებული შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, არჩევნებზე 3%-იანი საარჩევნო ბარიერი იმოქმედებს.
კენჭისყრამდე პარლამენტის სხდომათა დარბაზი ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დატოვეს..
კომენტარები