NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მთავრობამ საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის ჩარჩო-კანონმდებლობა შეიმუშავა

მთავრობამ საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის ჩარჩო-კანონმდებლობა შეიმუშავა

26 სექ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 752 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს მთავრობამ, ქვეყნის საინვესტიციო გარემოს უფრო მიმზიდველობის კიდევ უფრო გაზრდისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის ჩარჩო-კანონმდებლობა შეიმუშავა.

კანონპროექტი, საერთაშორისო სტანდარტებით დამაკმაყოფილებელ გარემოს შექმნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში მაღალი ხარისხის ინვესტორი კომპანიების შემოსაყვანად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამონაწილეობითა და ეკონომიკის სამინისტროს ეგიდით შემუშავდა.

როგორც საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია,რაც შეიძლება მეტი კერძო კომპანია ჩაერთოს ქვეყნის ინფრასტრუქტურული მოდერნიზაციის პროცესში, რასაც მთავრობის ოთხპუნქტიანი პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება ქვეყნის სივრცითი განვითარების გეგმა მოიცავს.

„იმისათვის, რომ ჩვენ მაღალი რეპუტაციის და ძალიან მაღალი ხარისხის მოთამაშეების მოზიდვა შევძლოთ ქვეყანაში, რათა ისინი არა მხოლოდ კონტრაქტორებად, არამედ ინვესტორებად შემოვიდნენ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, გვჭირდება საერთაშორისო სტანდარტების კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის ჩარჩო-კანონმდებლობა. ეს, ერთი მხრივ გააუმჯობესებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხარისხს; მეორეს მხრივ, ქვეყნის საინვესტიციო გარემოს უფრო მიმზიდველს გახდის კერძო კომპანიებისთვის და მესამე მხრივ, ეს არის მნიშვნელოვანი განტვირთვა სახელმწიფო სუვერენული ბალანსის, ანუ საბიუჯეტო ხარჯების კუთხით. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება, რომ უფრო დიდი მასშტაბის პროექტების განხორციელებისთვის განვტვირთოთ სახელმწიფო ბიუჯეტი და მაქსიმალურად ჩავრთოთ კერძო კომპანიები ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, კანონმდებლობა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ის ამყარებს კარგ ბალანსს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების ინტერესებს შორის, ისე, რომ საჯარო ინტერესი არ დაზიანდეს და ამავე დროს კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის საინტერესო იყოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობა.

ჩარჩო-კანონმდებლობა, რომელსაც მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დამტკიცებს, განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება.

 

 

კომენტარები

გიორგი კვირიკასვილი გიორგი კვირიკაშვილი კერძო სექტორი პრემიერმინისტრი საქართველოს მთავრობა საჯარო სექტორები 2017-09-26
Tags გიორგი კვირიკასვილი გიორგი კვირიკაშვილი კერძო სექტორი პრემიერმინისტრი საქართველოს მთავრობა საჯარო სექტორები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტური იწყება

შემდეგი სტატია

პრემიერი: რაც წლების განმავლობაში სანატრელი და მიუღწეველი იყო, დღეს შესაძლებელი გახდა

მსგავსი სტატიები

ხარაგაულის სოფელ ლაშეში მდინარემ გზა ჩაანგრია

16 ოქტ 2017
არა რუსეთს, არა მკვლელს, არა იმ ოკუპანტს – ახალციხეში „ალტ-ინფოს“ ოფისთან აქცია გაიმართა

არა რუსეთს, არა მკვლელს, არა იმ ოკუპანტს – ახალციხეში „ალტ-ინფოს“ ოფისთან აქცია გაიმართა

ნინო ჩხეიძე 20 მარ 2022
მივიღებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ჩავატარებთ თავისუფალ, დემოკრატიულ არჩევნებს

მივიღებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ჩავატარებთ თავისუფალ, დემოკრატიულ არჩევნებს

ირაკლი შალიკაშვილი 19 მაი 2020

უახლესი ამბები

  • გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა გადაწყვიტეს, მთავრობა გადაეყენებინათ და თავები მინისტრებად გამოეცხადებინათ, ღიმილისმომგვრელი „ტექნიკური მთავრობანა“ ჩავარდა – დღეს „ოცნებაა“ ტაქტიკურად მოგებული

    გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა გადაწყვიტეს, მთავრობა გადაეყენებინათ და თავები მინისტრებად გამოეცხადებინათ, ღიმილისმომგვრელი „ტექნიკური მთავრობანა“ ჩავარდა – დღეს „ოცნებაა“ ტაქტიკურად მოგებული

  • ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არანაირი კომისიების შექმნა საჭირო არ არის – ჩვენ არ ვაპირებთ სიმულაციაში მონაწილეობას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას არსად მიიყვანს

    ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არანაირი კომისიების შექმნა საჭირო არ არის – ჩვენ არ ვაპირებთ სიმულაციაში მონაწილეობას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას არსად მიიყვანს

  • კობახიძე სამხარაძეზე: უხამსი სიტყვები, ნაცმოძრაობისა და მისი მედიის მთავარი პიარული ხაზია

    კობახიძე სამხარაძეზე: უხამსი სიტყვები, ნაცმოძრაობისა და მისი მედიის მთავარი პიარული ხაზია

  • Social Impact Award 2022 ფინალისტი გუნდები გამოვლინდენ

    Social Impact Award 2022 ფინალისტი გუნდები გამოვლინდენ

  • თამრიკო ჭოხონელიძე “ოცნების” დეპუტატს: ვის აგინებ ასე გამეტებით, ხვალ შენმა შვილებმა ხომ ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ, არ გრცხვენია?!

    თამრიკო ჭოხონელიძე “ოცნების” დეპუტატს: ვის აგინებ ასე გამეტებით, ხვალ შენმა შვილებმა ხომ ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ, არ გრცხვენია?!

  • თაკო ჩარკვიანი: უმოქმედობაა ყველაზე დიდი შეცდომა.. ახლა გაერთიანების დროა!

    თაკო ჩარკვიანი: უმოქმედობაა ყველაზე დიდი შეცდომა.. ახლა გაერთიანების დროა!

  • გია ხუხაშვილი: ხალხმა თავისი ურყევი ნება აჩვენა, ახლა უკვე პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ, რად ღირან – ისინი უნდა გამოვიდნენ წინა პლანზე

    გია ხუხაშვილი: ხალხმა თავისი ურყევი ნება აჩვენა, ახლა უკვე პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ, რად ღირან – ისინი უნდა გამოვიდნენ წინა პლანზე

  • მიხეილ მაჭავარიანი: ამის მოლოდინი „ქართული ოცნების“ მთავრობისგან არ უნდა გვქონდეს, რადგან ეს ადამიანები ხელისუფლებას და ძალაუფლებას უფრო ეჭიდებიან, ვიდრე პრობლემების მოგვარებას

    მიხეილ მაჭავარიანი: ამის მოლოდინი „ქართული ოცნების“ მთავრობისგან არ უნდა გვქონდეს, რადგან ეს ადამიანები ხელისუფლებას და ძალაუფლებას უფრო ეჭიდებიან, ვიდრე პრობლემების მოგვარებას

  • თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

    თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

  • სანდრო რაქვიაშვილი: როგორც ირაკლი ღარიბაშვილი უნდა წასულიყო თანამდებობიდან დაშვებული შეცდომის შემდეგ, ისევე „სირცხვილია” უნდა შეეშვას მიტინგების დაშლას

    სანდრო რაქვიაშვილი: როგორც ირაკლი ღარიბაშვილი უნდა წასულიყო თანამდებობიდან დაშვებული შეცდომის შემდეგ, ისევე „სირცხვილია” უნდა შეეშვას მიტინგების დაშლას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge