NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კახა კალაძე: „ძველი თბილისის რეაბილიტაცია არის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი”

კახა კალაძე: „ძველი თბილისის რეაბილიტაცია არის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი”

26 სექ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 984 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის მერია, მომავალი 4 წლის განმავლობაში ქალაქის ისტორიული უბნების რეაბილიტაციაზე იმუშავებს, რაც ხელს შეუწყობს როგორც ქალაქის ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესებას, ისე, მოსახლეობის შემოსავლების ზრდას – ამის შესახებ, დღეს, კახა კალაძემ განაცხადა.

„ძველი თბილისის რეაბილიტაცია არის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი. ამისათვის 4 წლის განმავლობაში 500 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამ პროცესში გათვალისწინებული იქნება ჩუღურეთის რაიონში, ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციაც“ – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

 

 

 

კახა კალაძე, დღეს ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას შეხვდა და თბილისის განვითარების პროგრამული ხედვა გააცნო. თბილისის მერობის კანდიდატმა აღმაშენებლის გამზირი, ფიროსმანის, წინამძღვრიშვილისა და ჩიქობავას ქუჩები დაათვალიერა. კახა კალაძე, ასევე, წინამძღვრიშვილის N121-ში მცხოვრებ დევნილ ოჯახებსაც  შეხვდა  და მათ საჭიროებებს გაეცნო.

თბილისის მერობის კანდიდატმა, მოსახლეობასთან შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებასა და ქაოტური მშენებლობების აღკვეთაზე გაამახვილა. მისი თქმით, საჭიროა ინტენსიური მუშაობა იმისათვის, რომ ქალაქში შემცირდეს ჰაერის დაბინძურების დონე.

„გვაქვს ამბიცია იმის, რომ  4 წელიწადში ქალაქში რადიკალური განსხვავება იყოს ეკოლოგიური თვალსაზრისით. ამისთვის საჭიროა კომპლექსური მიდგომა. ახალი მწვანე სივრცეების შექმნისა და არსებული პარკებისა თუ სკვერების რეაბილიტაციის გარდა, ამ მიმართულებით დიდი მნიშვნელობა მიენიჭება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, რადგან გამონაბოლქვი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, არც ერთი საცხოვრებელი კორპუსი არ აშენდება სკვერების, სპორტული მოედნებისა და საზოგადოებრივი სივრცეების ხარჯზე.

„ქაოტური განაშენიანების პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ იქნება მოგვარებული ამ ქალაქში. გვეყო ის, რაც გავაკეთეთ ბოლო 25 წლის განმავლობაში – დავამახინჯეთ დედაქალაქი და უკვე ამის უფლება აღარ გვაქვს. ამ მიმართულებით თუ არ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, რამდენიმე წელიწადში ქალაქში სუნთქვა შეუძლებელი იქნება. მშენებლობების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს სწორად და ხარისხიანად“, – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

 

კომენტარები

კახა კალაძე კახი კალაძე შეხვედრა 2017-09-26
Tags კახა კალაძე კახი კალაძე შეხვედრა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“აშშ ჩრდილოეთ კორეაში სამხედრო ოპერაციას ამ ეტაპზე არ გეგმავს”

შემდეგი სტატია

მერილინ მონროს პირველი და უკანასკნელი სახლი

მსგავსი სტატიები

“სამართლიანობისთვის” – ეკა ბესელია ახალ პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს

“სამართლიანობისთვის” – ეკა ბესელია ახალ პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს

ირაკლი შალიკაშვილი 27 მაი 2019
ბათუმში პატრიარქი სასტუმრო „ლეოგრანდთან“ მივიდა

ბათუმში პატრიარქი სასტუმრო „ლეოგრანდთან“ მივიდა

25 ნოე 2017

თბილისის საკრებულოს წევრს თემურ გიორგაძეს 6-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

19 ნოე 2018

უახლესი ამბები

  • სალომე ზურაბიშვილი: არავინ აღარ და ვერ დამბლოკავს, რაც შემიძლია ყველა ზომას მივიღებ, რომ წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე – 18 აპრილს ევროპარლამენტარების წინაშე მექნება გამოსვლა

    სალომე ზურაბიშვილი: არავინ აღარ და ვერ დამბლოკავს, რაც შემიძლია ყველა ზომას მივიღებ, რომ წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე – 18 აპრილს ევროპარლამენტარების წინაშე მექნება გამოსვლა

  • მედია: ბოსნიის „რეპუბლიკა სრპსკას“ მთავრობამ დაამტკიცა უცხოელი აგენტების შესახებ ზომები, რომლებიც სადავო „რუსულ კანონის“ ანარეკლია

    მედია: ბოსნიის „რეპუბლიკა სრპსკას“ მთავრობამ დაამტკიცა უცხოელი აგენტების შესახებ ზომები, რომლებიც სადავო „რუსულ კანონის“ ანარეკლია

  • რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი გაგრაში ჩავიდა

    რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი გაგრაში ჩავიდა

  • მედია: რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადავარდა

    მედია: რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადავარდა

  • რისმაგ გორდეზიანი: არ მახსენდება მინისტრი, რომლის “მკაცრი ხელის” გამო, სტუდენტებს თავიანთ პრინციპებზე ხელი აეღოთ

    რისმაგ გორდეზიანი: არ მახსენდება მინისტრი, რომლის “მკაცრი ხელის” გამო, სტუდენტებს თავიანთ პრინციპებზე ხელი აეღოთ

  • თაკო ჩარკვიანი: მე ვხედავ, რომ ისე მიდის პროცესი, შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს, მაგრამ …

    თაკო ჩარკვიანი: მე ვხედავ, რომ ისე მიდის პროცესი, შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს, მაგრამ …

  • ჟოზეფ ბორელი: ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს – ამ უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს

    ჟოზეფ ბორელი: ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს – ამ უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს

  • მონაკოს სამეფო ოჯახში კვლავ განხეთქილებაა

    მონაკოს სამეფო ოჯახში კვლავ განხეთქილებაა

  • სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე: რაც იქნება და როგორც იქნება, თავის დროზე გეტყვით

    სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე: რაც იქნება და როგორც იქნება, თავის დროზე გეტყვით

  • საინტერესო ფაქტები ყვითელი ფერის შესახებ

    საინტერესო ფაქტები ყვითელი ფერის შესახებ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge