NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»იუსტიციის მინისტრმა საბერძნეთის ელჩი მიიღო

იუსტიციის მინისტრმა საბერძნეთის ელჩი მიიღო

26 სექ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 914 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოში საბერძნეთის ელჩი დიმიტრიუს კარაბალისი მიიღო. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე, გოჩა ლორთქიფანიძე, მიხეილ სარჯველაძე და გიორგი პატარიძე ესწრებოდნენ. თეა წულუკიანმა საბერძნეთის ელჩთან საქართველოსა და საბერძნეთის ორმხრივ ურთიერთობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო და მრავალმხრივი გახდება.

იუსტიციის მინისტრმა სტუმარს საქართველოში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით გატარებული რეფორმები გააცნო. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, გამჭვირვალე და ღია მმართველობის ჩამოსაყალიბებლად გატარებული და ანტიკორუფციული რეფორმები გახდა იმ წარმატების მიზეზი, რომელსაც საქართველომ „ღია მმართველობის პარტნიორობის” ფარგლებში მიაღწია. სულ რამდენიმე დღის წინ, 19 სექტემბერს, საქართველო პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმს უხელმძღვანელებს. საბერძნეთი იმ 75 ქვეყანას შორისაა, რომლებსაც „ღია მმართველობის პარტნიორობა” აერთიანებთ.

თეა წულუკიანმა საბერძნეთის ელჩს ის ძირითადი პრიორიტეტები და მიმართულებები გააცნო, რომლებიც ექნება საქართველოს როგორც „OGP”-ის თავმჯდომარე ქვეყანას. „ღია მმართველობის პარტნიორობის” პროცესს წარმართავს და კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტრო, სწორედ იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს საქართველოს  „OGP”-ის ფორმატში საერთაშორისო დონეზე.

იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა მართლმსაჯულების სფეროში გატარებული რეფორმების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ რეფორმის სამი ტალღის შემდეგ იუსტიციის სამინისტრო მუშაობს ახალ რეფორმაზე. შეიქმნება სპეციალიზებული კომერციული პალატები ბიზნესდავებისათვის, რაც მნიშვნელოვნად განტვირთავს საერთო სასამართლოებს და ხელს შეუწყობს ბიზნესს დავების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრაში.

თეა წულუკიანმა სახელმწიფო სერვისების მიწოდების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს დიდ ქალაქებში საჯარო მომსახურების ხელმისაწვდომობას იუსტიციის სახლები უზრუნველყოფს, დაბებსა და სოფლებში − საზოგადოებრივი ცენტრები; რაიონული ცენტრებიდან მოშორებით მდებარე პატარა სოფლების მოსახლეობას კი, ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრები ემსახურება. თეა წულუკიანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა თუ მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებთათვის სახელმწიფო სერვისების მიღება ისეთივე ხელმისაწვდომი და კომფორტულია, როგორიც დიდი ქალაქების მოსახლეობისთვის. მაღალმთიან და საოკუპაციო ზოლის ახლოს მდებარე სოფლებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელსაც  2013 წლიდან უწყება განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება.

დიმიტრიუს კარაბალისი პროფესიონალი დიპლომატია. ის ფინეთში საბერძნეთის ელჩის თანამდებობას იკავებდა, სხვადასხვა დროს იყო ევროპის საბჭოში საბერძნეთის დელეგაციის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, ნატო-ში საბერძნეთის მუდმივი წარმომადგენლობის პირველი მდივანი, დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა კაიროსა  და ბუქარესტში.

საქართველოში საბერძნეთის ელჩად ის 2017 წლის ივლისში დაინიშნა.

კომენტარები

ელჩი თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრი საბერძნეთი საბერძნეთის ელჩი 2017-09-26
Tags ელჩი თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრი საბერძნეთი საბერძნეთის ელჩი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოფრენის ახალი ტერმინალი გაიხსნა

შემდეგი სტატია

პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა

მსგავსი სტატიები

შეიძლება ირაკლი კობახიძე ხიბლშია და კარგი ჰგონია, რომ მის მართლა გოიმურ ფრაზებს იმეორებენ – მგონი დროა, ვინმემ ურჩიოს, რომ ამ ფრაზებით საკუთარ თავს იხასიათებს

შეიძლება ირაკლი კობახიძე ხიბლშია და კარგი ჰგონია, რომ მის მართლა გოიმურ ფრაზებს იმეორებენ – მგონი დროა, ვინმემ ურჩიოს, რომ ამ ფრაზებით საკუთარ თავს იხასიათებს

ირაკლი შალიკაშვილი 28 მაი 2020

რონალდუ – საუკეთესო ფორვარდი და საუკეთესო ფეხბურთელი

25 აგვ 2017
ეს არის სიგნალი, რომ ქვეყანას პრობლემები აქვს – მესამე სექტორი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის გზავნილებს აფასებს

ეს არის სიგნალი, რომ ქვეყანას პრობლემები აქვს – მესამე სექტორი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის გზავნილებს აფასებს

ირაკლი შალიკაშვილი 12 ივნ 2019

უახლესი ამბები

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

  • მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

    მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

  • მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

    მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

  • გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

    გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

  • ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

    ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

  • პაატა მანჯგალაძე: ვისაც სჯერა, რომ კობახიძე გარდაისახა, ღმერთმა ხელი მოუმართოს – ჩვენ არ გვჯერა

    პაატა მანჯგალაძე: ვისაც სჯერა, რომ კობახიძე გარდაისახა, ღმერთმა ხელი მოუმართოს – ჩვენ არ გვჯერა

  • D ვიტამინით მდიდარი საკვები

    D ვიტამინით მდიდარი საკვები

  • 5 ფსიქოლოგიური წიგნი რომელიც უნდა წაიკითხოთ

    5 ფსიქოლოგიური წიგნი რომელიც უნდა წაიკითხოთ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge