მიხეილ სააკაშვილის პარტიის „ახალი ძალების“ ერთ-ერთი ლიდერის დავით საყვარელიძის ინფორმაციით, პეტრო პოროშენკო აპირებს მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვას. ამის შესახებ ინფორმაცია საყვარელიძემ „ფეისბუქის“ საშუალებით გაავრცელა.
მისი თქმით, მას დაუზუსტებელი ინფორმაცია აქვს იმის შესახებ, რომ უკრაინის პრეზიდენტი მას ქვეყნის მოქალაქეობას ჩამოართმევს. მისივე თქმით, თუ პოროშენკო ასეთ ნაბიჯს გადადგამს, უკრაინის პასპორტისა და მოქალაქეობის ფეხქვეშ გათელვა იქნება.
„ეს არ შეშვენის არც მამაკაცს, არც პრეზიდენტს და არც მთავარსარდალს.
ვიდრე ხელისუფლებაში ღირსეული ხალხი არ მოვა და ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო არ შეიქმნება, მე იძულებული ვიქნები მოქალაქეობის აღდგენისთვის ახლანდელ ფსევდოდემოკრატიულ სასამართლოებში ვიბრძოლო“, – წერს დავით საყვარელიძე.
კომენტარები