საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნასთან დაკავშირები, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე გამოეხმაურა. დოლიძის განცხადებით, „საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა შინაარსობრივად იმხელა რაღაცაზე იღებს პასუხისმგებლობას, რომ ბუნებრივია, ამას ორი საათით ადრე გააკეთებს თუ გვიან, ეს მისივე გადასაწყვეტია“.
„კონსტიტუციის დებულებაა ეს და კონსტიტუცია ამბობს, რომ მსგავსი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის გასვლის შემდეგ, თუ პრეზიდენტი შესაბამის გადაწყვეტილებას არ მიიღებს, პარლამენტი თვითონ იკრიბება. მოგეხსენებათ, რომ ჩვენმა კანცელარიამ შესაბამისი მოთხოვნა დაარეგისტრირა დღეს დილას, დღეს არის სამუშაო დღე და შესაბამისად, ისე, როგორც ამას მოითხოვს ადმინისტრაციული კოდექსი, ნორმატიული აქტების კოდექსი, ყველაფერი ის, რაც ეხება სახელმწიფოს მუშაობას, დღეს დილიდან ჩვენ ვიწყებთ, ისევე როგორც ყველა სხვა სახელმწიფო სამსახური, ამ ვადის ათვლას.
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა შინაარსობრივად იმხელა რაღაცაზე იღებს პასუხისმგებლობას, რომ ბუნებრივია, ამას ორი საათით ადრე გააკეთებს თუ გვიან, ეს მისივე გადასაწყვეტია, აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ თავად ეს პროექტი მიღებული არის იმდენად ნაჩქარევად, იმდენი ხარვეზებით არის სავსე, რომ თავად შინაარსი და მთელი ეს პროცესი, რომელიც წარიმართა იანვრიდან, უკვე ნაკლებად საინტერესოს ხდის ამ პატარ-პატარა ვადების თემებს“,-განაცხადა დოლიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი უფლებამოსილია, რიგგარეშე სხდომაზე 26 სექტემბერს შეიკრიბოს. ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოსაწვევად, პარლამენტის თავმჯდომარემ 14:01 სთ-ზე, ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის მეშვეობით, შესაბამისი წერილობითი მოთხოვნით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
კომენტარები