NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ტექნოპარკს NASA-ს მეცნიერები ეწვივნენ

ტექნოპარკს NASA-ს მეცნიერები ეწვივნენ

25 სექ 2017 ახალი ამბები 410 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს  NASA – ს წარმომადგენლები სტუმრობენ. სტუმრებს შორის არიან მარსის პროგრამის ამჟამინდელი მთავარი ინჟინერი რობ მენინგი და Voyager-ის პროგრამის ყოფილი მენეჯერი და ცოცხალი ლეგენდა ჯონ კასანი. სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოხდა კოსმოსურ ხომალდზე „კაცობრიობის მესიჯის“ განთავსება.

მეცნიერები საქართველოს ,,ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში ეწვივნენ, რომელსაც ამერიკის საელჩოსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ფონდი ,,ნოვას“ ხელმძღვანელი რამაზ ბლუაშვილი ახორციელებს. ღონისძიებას დღეს ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელი და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში დაესწრნენ.

,,ჩვენ აღვნიშნავთ ,,ვოიაჟერის“ მე-40 წლისთავს, რომელიც ახლა 13 მილიარდი მილის დაშორებით არის. ეს არის ადამიანის მიერ შექმნილი პირველი კოსმოსური ხომალდი, რომელიც გალაქტიკის საზღვრებს გასცდა. მას დედამიწიდან ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი მიაქვს. ეს არის არტეფაქტები ჩვენი კულტურის, ცივილიზაციის შესახებ. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, რომ ამ ვოიჟერში ქართული პოლიფონიური სიმღერა ,,ჩაკრულოს“ ჩანაწერიც არის. სწორედ ამ სიმღერის შერჩევა მოხდა კოსმოსში გასაშვებად კარლ საგანის მიერ, რომელიც ჩაწერილია ოქროს ფირფიტაზე,-‘’განაცხადა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ.

ვიზიტი NASA-ს ისტორიული კოსმოსური მისიის 40 წლის იუბილეს ემთხვევა. 1977 წელს, ლეგენდარული მეცნიერის კარლ საგანის ინიციატივით, NASA-მ კოსმოსში გაგზავნა ე.წ. „ოქროს ჩანაწერი“, რომელზეც 27 მუსიკალურ ნაწარმოებს შორის იყო ქართული „ჩაკრულო“.

ტექნოპარკში დღეს ლეგენდარული კარლ საგანის სახელობის ოთახი გაიხსნა.

NASA-ს წარმომადგენლები ტექნოპარკის საკონფერენციო დარბაზში  ქართველ სტარტაპებს შეხვდნენ, რომელთაც  თავიანთ გამოცდილება გაუზიარეს. რობ მენინგმა მარსის კვლევების შესახებ, ახალგაზრდებისთვის უფასო ინტერაქტიური ლექცია ჩაატარა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში  წარიმართა.

 

კომენტარები

ახალი ამბები მეცნიერება ნასა საქართველო სტარტაპები სტუმრობა ტექნო პარკი 2017-09-25
Tags ახალი ამბები მეცნიერება ნასა საქართველო სტარტაპები სტუმრობა ტექნო პარკი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შარტავას ქუჩაზე ნაპოვნი კაცი ცოცხალი აღმოჩნდა

შემდეგი სტატია

რატომ არ მოეწონა ავსტრალიელ ჟურნალისტს საქართველოში მოგზაურობა ?

მსგავსი სტატიები

VMware-ის და საქართველოს ბანკის თანამშრომლობის შედეგად ბანკში თანამედროვე IT ტექნოლოგიები დაინერგა

VMware-ის და საქართველოს ბანკის თანამშრომლობის შედეგად ბანკში თანამედროვე IT ტექნოლოგიები დაინერგა

14 ნოე 2017
„პითონი კა ცდილობს კანი შეიცვალოს“

„პითონი კა ცდილობს კანი შეიცვალოს“

12 ივნ 2018
კილაძე: ე.წ. უდოს კომისია ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კანონის შესაბამისად მიიღებს

კილაძე: ე.წ. უდოს კომისია ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კანონის შესაბამისად მიიღებს

26 სექ 2018

უახლესი ამბები

  • თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

    თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

  • სერიოზული გამოწვევაა, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს გუნდს, მაგრამ ჩვენ ერთიანობით ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას

    სერიოზული გამოწვევაა, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს გუნდს, მაგრამ ჩვენ ერთიანობით ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას

  • ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა

    ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა

  • ოპოზიციაში ტრენდად იქცა, რომ თუ არჩევნებზე საუბრის დროს გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს

    ოპოზიციაში ტრენდად იქცა, რომ თუ არჩევნებზე საუბრის დროს გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს

  • კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

    კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

  • მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

    მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

  • ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

    ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

  • 3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

    3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

  • “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

    “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

  • ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

    ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge