რამდენიმე კვირაა, საოკუპაციო ხაზთან ყარაფილას მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტების მხრიდან ხნულებისა და გრუნტოვანი გზის გაყვანა ხორციელდება.
ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრის ნიკა თარაშვილის ცნობით, საოკუპაციო ხაზთან ხორციელდებოდა როგორც სამხედრო ასევე საინჟინრო ტექნიკის მოძრაობა, რომლებმაც აწარმოეს პატარა გათხრითი სამუშაოები, რომელიც 5 წუთი გრძელდებოდა.
ადგილზე შეინიშნება სპეცტექნიკა, მაღალი გამავლობის სამხედრო ატომობილები და ცოცხალი ძალა.
უკვე 63-ე დღეა რაც ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ დაკვირვებას ახორციელებს საოკუპაციო ხაზთან, ყარაფილას მიმდებარე ტერიტორიაზე.
კომენტარები